პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს რომ პოლონეთი გერმანიიდან მიგრანტებს არ მიიღებს. მისი აზრით, უკეთესია, ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვაზე იზრუნონ, რადგან „შიდა საზღვრებზე ახალი კონტროლის მცდელობები დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული“.
მიგრაციის საკითხების ექსპერტების აზრით გაურკვევლობას იწვევს რამდენად კანონიერია გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლი- ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. შეუძლებელია იმის წინასწარ პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ სასამართლოები, როდესაც გაძევებული მიგრანტები თავშესაფრის ლეგიტიმური მოთხოვნით მიმართავენ. ყველა მიგრანტისთვის უარის თქმის კანონიერებაში ბევრ უფლებადამცველს ეჭვი ეპარება.
პოლონეთის მთავრობის პოზიციის მსგავსად გერმანიის მიერ უსაბუთო ემიგრანტების გაძევების ოპერაციებს კრიტიკულად შეხვდნენ ავსტრიის და შვეიცარიის მთავრობებიც. მიგრაციული კრიზისის ახალი საფრთხე ევროპაში რეალური ხდება.