8 მაისს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა კრაკოვში – იოსებ ხახალეიშვილმა, შეხვედრა გამართა აშშ-ს გენერალურ კონსულთან ერინ ნიკერსონთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსულოებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.
იოსებ ხახალეიშვილმა ხაზი გაუსვა კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას პოლონეთსა და საქართველოს შორის სავჭრო კავშირების, ასევე კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აშშ-ს გენერალური საკონსულოს პოლიტიკური და ეკონომიკური სექციის ხელმძღვანელი კოლეტ კლარკი.