მარკო რუბიოს აზრით გერმანიისთვის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკაა.

0
333

მარკო რუბიოს აზრით გერმანიისთვის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკა არის .

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გამო გერმანიას მკაცრად აკრიტიკებს. ამის შესახებ რუბიომ მიკრობლოგ „იქსზე“ დაწერა.

„გერმანიამ ახლახან თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალის ახალი უფლებამოსილებები მისცა. ეს დემოკრატია არ არის – ეს შენიღბული ტირანიაა. სინამდვილეში, ექსტრემისტული პოპულარული AfD („ალტერნატივა გერმანიისთვის“) კი არაა, რომელმაც ბოლო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, არამედ ისტებლიშმენტის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელსაც AfD ეწინააღმდეგება. გერმანიამ კურსი უნდა შეცვალოს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.