ვანკუესი საფრანგეთში არალეგალი მიგრანტების მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას უჭერს მხარს.

0
86

საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატობის ამბიციის ლოურენს ვანკუესი არალეგალური მიგრაციის მართვის საკითხზე მსჯელობისას გამოვიდა ინიციატივით , რომ საშიშ პირებად მიჩნეული ის არალეგალი მიგრანტები, რომლებიც უარს აცხადებენ სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებაზე საფრანგეთის მთავრობამ კანადასთან ახლომდებარე კუნძულებზე სან-პიერსა და მიკელონში ჩაასახლონ: ”მე ვთავაზობ არჩევანს ,,სახიფათო უცხოელებს” ან წავლენ სენ-პიერსა და მიკელონში ან დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.”

ვანკუესის ამ განცხადებას ფრანგულ პოლიტიკურ სპექტრში მწვავე აღშფოთება მოყვა , მინისტრმა მანუელ ვალსმა, რომელიც ცენტრისტების ერთ -ერთი ლიდერია განაცხადა, რომ ვანკუესის ეს განცხადება “იძულებითი გადასახლების იდეა უფროა და არ არის არჩეული კანონმდებლის შესაფერისი ინიციატივა”.

სოციალისტების ლიდერმა ბორის ვალომ კი ვაუკესის ინიციატივას „გუანტანამო-ზღვაზე” უწოდა და განაცხადა რომ ეს სულელურად სამარცხვინოა.

კონსერვატორების საპარლამენტო ლიდერმა მარინ ლე პენმაც განაცხადა, რომ იგი ამ იდეის წინააღმდეგია და არ მიიჩნევს რეალურად.

თუმცა საფრანგეთის პოლიტიკური ლიდერების ამ განცხადებების მიუხედავად ვანკუესმა საკუთარი გეგმის შესახებ ტვიტერზეც განაცხადა , სადაც აღნიშნა რომ ეს გეგმა მისი მთავარი იარაღია და ფრანგებს ეს სურთ.

აღსანიშნავია რომ ბოლო პერიოდში საფრანგეთის პოლიტიკურ სივრცეში სულ უფრო ხშირად ისმის მკვეთრად რადიკალური და მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებები და ის საფრანგეთის უსაფრთხოების საკითხებთან ერთად მკაცრი მიდგომების მხარდაჭერით სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.