„მხოლოდ რიცხვებით ბედნიერი ვერავინ იქნება. მხოლოდ ის, რომ დღეს ჩვენს  მოქალაქეებს ციფრები დავუსახელოთ, რამდენით გაიზარდა ეკონომიკა, არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკა არ იქნება ინკლუზიური,  თუ ამ ეკონომიკურ ზრდაში უკეთესობას თითოეული მოქალაქე არ გრძნობს,  თუ ამ ეკონომიკურ ზრდაში ყველა არ იღებს მონაწილეობას და აქ ნამდვილად არის ჩვენი გუნდი გამოწვევის წინაშე. ერთი...
ქუთაისსა და ნიკეას მინიციპალიტეტებს შორის 40 წლის წინ ხელმოწერილი მეგობრობის მემორანდუმის განახლება და საიუბილეო თარიღის აღნიშვნა იგეგმება - ინფორმაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საჯარო რელიზით იქნა დადასტურებული. როგორც დიპლომატიური მისიია იტყობინება საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძემ შეხვედრა ...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს, ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ცესკოში გამართულ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ და პროექტის „საარჩევნო სიების სრულყოფა“ მენეჯერმა ხათუნა სვანიძემ მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა...
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით, მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად: შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური საქმიანობის უფლების გაცემის მექანიზმი; შემუშავდება აღნიშნული სამუშაო...
გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს საქართველოც შეუერთდა. ამის შესახებ პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულირებადი მიგრაციის შესახებ მსოფლიო პაქტი მარაქეშში გაერო-ს კონფერენციაზე 164-მა სახელმწიფომ გუშინ დაამტკიცა. 34-გვერდიანი შეთანხმება მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.  164-მა სახელმწიფომ მიგრაციის შესახებ მსოფლიო...
საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პროკოპიოს პავლოპულოსმა, საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, 2020 წლის 3 თებერვალს, ყოველწლიური საახალწლო მიღების ფარგლებში, საბერძნეთში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებაზე მიწვეული გახლდათ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დარეჯან მუმლაძე. - ნათქვამია საელჩოს მიერ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ...
ქ.თბილისის მერს ბატონ კახი კალაძეს . ქ. თბილის მერის მოადგილეს ქალბატონ სოფო ხუნწარიას. ქალბატონო სიფო კეთილსინდისიერი და პოზიტიური განწყობის გარდა არსებობს სამართლებრივი მიდგომა საკითხისადმი. იმისათვის, რომ თქვენი ქმედებები იყოს წარმატებული, ბიბლიოთეკები კი არ უნდა დახუროთ უნდა გახსნათ და გააძლიეროთ, რათა ჩვენი მომავალი თაობა წიგნიერი იყოს,, თორემ კვლავ იმ ჰიბრიდულ რაობას მივიღებთ, თუთაშხიას...
საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მუხრან გულაღაშვილის განცხადებით ,, საელჩოებს დავალებული აქვთ რეგულარულად შეხვდენენ დიასპორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, რათა შემდგომში მოხდეს მათი განზოგადება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება." ,, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს,...
არის არასწორი სტერეოტიპი დანერგილი, რომ მცირე ზომის მთავრობა აუცილებლად ნიშნავს მხოლოდ მცირე რაოდენობის სამინისტროებს- განაცხადა საქართველოს მომავალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ. - ,, ეს უპირველესად ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს. შესაბამისად, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ამას დავაფიქსირებთ, თუ რა უნდა იყოს ზედა ზღვარი, რომელიც იქნება ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული და გამოთავისუფლებული თანხები რა...
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის  #ROADMAP2EU   -ს დამტკიცებას აფასებს და აცხადებს:,,დავამტკიცეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა #ROADMAP2EU. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალ შესაძლებლობებს ევროკავშირში მეტი ინტეგრაციით. იგი გულისხმობს მეტ ინსტიტუციურ, სექტორულ, საკანონმდებლო, ფიზიკურ დაახლოებას ევროპულ სივრცესთან, მეტ ევროპულ...