სირიაში რუსეთის მიერ მანიპულირებადი ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის - აფხაზეთსა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობის აღიარება არის ასადის მხრიდან საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ. https://twitter.com/JanelidzeMkh/status/1001415340390277120
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. ელჩი თურქეთის იმ ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებშიც საკარანტინო რეჟიმი არის შემოღებული. „თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი,...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე – გიორგი შარვაშიძე და ზვიად გონაძე – თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. მათ ნაცვლად, დავით ზალკალიანის მოადგილეებად მიხეილ ნინუა და ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ხვთისიაშვილი კარიერული დიპლომატია. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა....
ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალს წელს, გისურვებთ ნათელ მომავალს, მშვიდობას და დღეგრძელობას! პირველ რიგში, მადლობელი ვარ იმ უდიდესი თანადგომისათვის, რასაც წლებია, სამშობლოსგან შორს მყოფი თანამემამულეები გამოხატავთ სახელმწიფოს მიმართ. ჩვენი სამშობლოსთვის უაღრესად მიშვნელოვანია თქვენი სიძლიერე, წარმატება და კეთილდღეობა, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ უმთავრეს მიზნად დაისახა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა. ამ მხრივ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის 10 თვეში, საგამოძიებო უწყებებმა გაუპატიურების 85 შემთხვევა აღრიცხეს. ეს მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 38 ფაქტით (80.85%-ით) მეტია. წელს შსს-მ გაუპატიურების 85 შემთხვევიდან მხოლოდ 29 საქმე გახსნა, ხოლო წინა წელს 47-დან - 12. გარდა ამისა, 7.3%-ით (+17 შემთხვევა) არის გაზრდილი სქესობრივი თავისუფლებისა...
20 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა. ღონისძიება, იტალიის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრას იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო. პრეზენტაციაზე იტალიის აქვილასა და მოდენას უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, უნივერსიტეტში მიღებისა თუ სწავლის...
„ლიბიაში დღეს არსებული ვითარების გამო სახელმწიფო ინსტიტუტები შეფერხებით ფუნქციონირებენ. დაკავებული ქართველი მეზღვაურის გასათავისუფლბელად გამოვიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი ყველა დონეზე, როგორც დიპლომატიური, ასევე სამართლებრივი“-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლბელად  ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას და მიღწეული შედეგს.საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განმარტებით,...
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი “იდეების კონკურსს” აცხადებს, რომლის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, პრიორიტეტების ფარგლებში პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად წარმოადგენენ. შემოსულ პროექტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო განიხილავს...
ვფიქრობ, რომ არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას, ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა თავისი ძლიერი მხარეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მამუკა ბახტაძემ დავწრილებით ისაუბრა იმ პრინციპებსა და ხედვებზე, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. „თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის,...
საქართვრლოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ახალგაზრდა თანამემამულეებზე ზრუნვა და მათთან მჭიდრო კავშირების დამყარება წარმოადგენს. “საზაფხულო ბანაკი ერთ ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც ყოველწლიურად ვახორციელებთ, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს ვუზიარებთ ჩვენს სითბოს და სიყვარულს, ჩვენი...