არის არასწორი სტერეოტიპი დანერგილი, რომ მცირე ზომის მთავრობა აუცილებლად ნიშნავს მხოლოდ მცირე რაოდენობის სამინისტროებს- განაცხადა საქართველოს მომავალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ. - ,, ეს უპირველესად ნიშნავს ეკონომიკაში ხარჯების წილს. შესაბამისად, ჩვენი პროგრამის ფარგლებში ამას დავაფიქსირებთ, თუ რა უნდა იყოს ზედა ზღვარი, რომელიც იქნება ხარჯების ნაწილში გათვალისწინებული და გამოთავისუფლებული თანხები რა...
მიხეილ ჯანელიძეს პრემიერი ბახტაძე საგარეო საქმეთა მინისტრად მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.
ახალი პრემიერის განცხადებით განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან, თუმცა ამ ეტაპზე მან მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების სახელების და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა და ყველას მოუწოდა, დაელოდონ...
პროექტი „დანერგე მომავალი“ ის სახელმწიფო ინიციატივაა რომლის შესახებაც, სამშობლოში დაბურების მსურველმა ემიგრანტმა აუცილებლად უნდა იცოდეს . პროექტია ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
თანადაფინანსება განხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:
ა) მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ბაღების კომპონენტი);
ბ) სანერგე...
ავსტრალიაში, ქ. მელბურნში (ვიქტორიის შტატი) საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიქტორიის შტატის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და ქ. მელბურნში მცხოვრები თანამემამულეები. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, რომელმაც ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო კონსული, პიტერ მაკმალენი წარადგინა.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ქ. მელბურნში არსებულმა ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა...
ბელგიაში დიპლომატიურ მისიაში საქართველო პოლიციის ატაშეს დანიშნავს - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ბელგიის დედაქალაქში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მეკავშირე ოფიცრის წარგზავნის შესახებ კონსულტაციები უკვე დაწყებულია და ის უახლოეს მომავალში დაინიშნება.
საფრანგეთში , პარიზის გარეუბანში, ქალაქ ვანვში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსენა.
ცერემონიას ქალაქი მერი, საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკა სირაძე - დელონე, დესპანი გოჩა ჯავახიშვილი და საფრანგეთის ქართული დიასპორის...
მამუკა ბახტაძე პრემიერ - მინისტრად წარდგენისას გაკეთებული განცხადების თანახმად მცირე, ეფექტური და მიზნობრივი მთავრობის შექმნის მომხრეა და ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებასაც ამ ნიშნით აპირებს.
ვრცელდება ინფორმაცია რომ საქართველოს პრემერ-მინისტრობის კანდიდატმა ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებისთვის კონსულტაციები უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით მომავალი პრემიერი დაინტერესებულია საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საკითხით და...
საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი ხედვების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, მცირე მთავრობის კონცეფციაა.
„მესამე პრინციპი ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად...
საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა.
ამის შესახებ განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა.
ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მინისტრის ბიოგრაფია, რომლის თანახმად, მინისტრობამდე, 2013 წლის აპრილიდან - 2017 წლის 13 ნოემბრამდე მამუკა ბახტაძე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი...
.
ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტის თანახმად, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
რეზოლუციის პროექტში წერია, რომ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება არის ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ძირითადი პრინციპი. საქართველოს კონფლიქტის მოგვარება არსებითია ევროპულ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისათვის. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს...