შვეიცარიაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ნიკო და ზურაბ ჩხოტუების საფლავები გვირგვინებით შეამკეს

0
1186

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი  თავმჯდომარის არზაყან ემუხვარის შთამომავალმა ნატო მარშანიამ ქალაქ ჟენევასა და ლოზანაში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასული ნიკოლოზ და ზურაბ ჩხოტუების საფლავები მოინახულეს  და  ყვავილებით შეამკეს.