ქართველები მსოფლიოში

matchtv.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველების ხუთეული დაასახელა და მათგან ორი ქართველი აღმოჩნდა – საბა კვირკველია და გიორგი ჯიქია. მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების მცველი კვირკველია Matchtv.ru-მ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელა, ხოლო რუსეთის ნაკრებისა და “სპარტაკის” უკანახაზელი ჯიქია – მეხუთეზე გაიყვანა. „საჩემპიონო გასახდელში “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ქართველის როლი ყველაზე საინტერესოდ ახსნა: “შენ გარეშე...
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ გერმანულ ენაზე გამოიცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, წიგნს გერმანულად გამომცემლობა Hanser Literaturverlag-ი გამოსცემს. მის თარგმანზე კი სუზანა კიმი და ნიკოლოზ ლომთაძე იმუშავებენ. გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „სამოსელი პირველი“ არის თავგადასავლის მაძიებელ დომენიკოზე, რომელზეც ძლიერ იმოქმედა...
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის საძირკველია. ახალგაზრდებში სახელწიფოებრივი თვითშეგნების ჩამოსაყალიბებლად და ასამაღლებლად აუცილებელია, მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომლის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა დღევანდელი საქართველო.2017 წლის 26 მაისს მეასე წლის ათვლა დაიწყება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ამ საიუბილეო წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ პირველი რესპუბლიკის თემატიკასთან დაკავშირებით სახვადასხვა მრავალფეროვან აქტივობებს, მათ...
2018 წლის 12 მაისი, ჭეშმარიტად ისტორიული დღე იყო, დღე, საიდანაც ალბათ უნდა დაიწყოს საქართველოს კვალის აღდგენა ისრაელის მიწაზე. ამ დღეს ისრაელის ქართული დიასპორის ორგანიზაციის "მამულის" ინიციატივით და ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საპატრიარქოს ხელშეწყობით, ქ. ლოდის "ქართულ სახლში" გაიხსნა „საშაბათო სკოლა“ და მისი პირველი ღია კარის დღე! „ქართული სახლის“...
,, მისასალმებელია და მისაბაძი. ხელისუფლებას მუდამ უნდა ედოს ხელი მოსახლეობის მაჯაზე. საზოგადოება არასოდეს ცდება ." - აღნიშნული შეფასება ემიგრაციაში მცხოვრებმა მამუკა გუნცაძემ მას შემდგომ  გააკეთა რაც ცნობილი გახდა რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და კანონპროექტებში ცვლილებების ინიციატორმა არჩილ თალაკვაძემ  ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდგომ  მიიღო გადაწყვეტილება და გამოვიდა ინიციატივით „საქართველოს სისხლის სამართლის...
,,სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები უფრო და უფრო გაძლიერდეს." - ეს განცხადება დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში გააკეთა: ,, ქართულ საელჩოებს და საკონსულოებს აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია, თუმცა ამ ფუნქციის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, ხშირად, ჩვენი ოჯახებიდან ემიგრაციაში გადახვეწილი ხალხი რჩებათ ყურადღების...
ართველმა მცველმა აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი გიორგი გველესიანი წელს ირანში გადავიდა და ამ ქვეყანაში კარიერას წარმატებით აგრძელებს. ის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, "ზობ აჰანის" წევრია და წელს აზიის ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობს, და არა მხოლოდ თამაშობს - გუშინ მან ამ ტურნირში, 90-ე წუთზე, გამარჯვების გოლი...
თურქულ გამოცემა "ვათანში" გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოთხრობილია 4 მაისს, ქალაქ ადანაში ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ამბავი. როგორც ირკვევა, პროსტიტუციის ბრალდებით 18 პირი დააკავეს, მათ შორის ქართველები. სტატიიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი ქალბატონი კარადაში იპოვეს. გამოცემა აქვეყნებს სპეცოპერაციის ამსახველ ფოტოებსაც. მათ შორის იმასაც, თუ როგორ გამოჰყავთ ქალი კარადიდან. წყარო:  kvirispalitra.ge
ნელი გოძიაშვილი იტალიაში, მილანში ცხოვრობს მისი ემიგრანტობის საინტერესო ისტორია კი ცნობილმა ჟურნალისტმა ნინო ცხოიძემ გააცნო ფართო საზოგადოებას. ,, - მილანში ქართველოდან 2011 წელს წამოვედი. აქ ჩამოსვლამდე რამდენჯერმე უკვე ნამყოფი ვიყავი ევროპაში ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ცეკვის ანსამბლის გასტროლებით მეტ- ნაკლებად ვიცოდი ამ ქვეყნის კულტურა და ხალხის ბუნება-განწყობა.  მაგრამ როცა საკუთრი ბინის...
  შვედეთში  საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული კონკურსი -„შვედეთის საუკეთესო კერძი“ დაიწყო , რომლის გამარჯვებულიც  ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესასწავლად საქართველოში ტურით დაჯილდოვდება. პროექტი სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრთან Stockholmsmassän  თანამშრომლობით, სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტოს"და  "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე წლის 4 აპრილიდან სექტემბრამდე, ჟიურის წევრები შეარჩევენ ყოველი თვის გამარჯვებულს. ისინი ერთმანეთს 9 სექტემბერს, ე.წ. Stockholm Street Food ფესტივალის ფარგლებში შეეჯიბრებიან, რის შედეგადაც ორი ფინალისტი გამოვლინდება. ფინალი...