ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის , თბილისში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართა

0
2204

ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის , ამ სახელწოდებით თბილისში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართა

 

– საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს სთხოვა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე კანონში უფრო გამარტივებული პროცედურები ასახოს.

 

 

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალემებელი სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას და  დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.

 

გახსნის ცერემონიის დასრულებისას ფორუმის მონაწილეებმა მუშაობა განაგრძეს ოთხ თემატურ ჯგუფში: განათლება, კულტურა, მედია და სახალხო დიპლომატია, ბიზნესი და ეკონომიკა. თითოეულ თემატურ ჯგუფში იმსჯელებენ კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ეფექტური თანამშრომლობის გზებზე.
დიასპორის ფორუმში მონაწილეობას მიიღეს  საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.ასევე საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა პროფესიულ სფეროში მოღვაწე თანამემამულეები და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები.  ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 22 ქვეყნიდან 400 მდე სტუმარი იღებს.
ღონისძიების მონაწილეები შეხვედრა გამართეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან.
ეწვივნენ საქართველოს საოკუპაციო ხაზს.
ასევე გვირგვინით შეამკეს კოჯორში იუნკერთა მემორიალი.
გაიმართა ოფიციალური მიღება საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით. ფორუმის მონაწილეები ასევე დაესწრნენ ეთნოგრაფიული კულინარიის ფესტივალსა და კონცერტს.