სულ მალე იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნება. - ამ სასიხარულო ამბის შესახებ DIASPORA.GE -ს იტალიის ქალაქ ბარიში მოქმედი ასოციაცია A.I.S.-დან აცნობეს. ასოცაციის დამფუძნებლის ნინა რურუას თქმით:,,  სულ მალე იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაიხსნება ბარის პირველი ქართული საკვირაო სკოლა აისის ფილიალი. ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთიანი, ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული დიასპორული ცენტრი...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ქართული დიასპორის ქართული საკვირაო სკოლების მისამართით განცხადებას ავრცელებს და ახალ სასიხარულო ამბავს ამცნობს საზოგადოებას. როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს რამდენიმე თვის წინ გაჟღერებული ინიციატივა წარმატებით განხორციელდა და მისი მხრიდან გაჟღერებული დაპირებაც შესრულდა: ,, ჩვენ შეგპირდით , რომ სასურველი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველვყოფდით საზღვარგარეთ...
ბერძნულ-ქართული ფორუმი კუნძულ კერკირაზე (საბერძნეთი),  2018 წლის 1 დეკემბერს, 20:00 საათზე, კ. კერკირას დედაქალაქში „ბერძნულ-ქართული კულტურათა III დიალოგის“ („3ο Αντάμωμα Πολιτισμών Ελλάδας - Γεωργίας στην Κέρκυρα“) ფარგლებში, ქ. კერკირას მუნიციპალიტეტის 800-კაციან თეატრის დარბაზში (Δημοτικό Θέατρο της Κέρκυρας) გაიმართება საზეიმო საქველმოქმედო კონცერტი, „სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციის“, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“...
 დღეს საქართველოს პრეზიდენტი ახლად დანიშნულ საქართველოს ელჩებს შეხვდა, რომელთა შორისაც არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, რომელიც  იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგება.  კონტსტანტინე სურგულაძე 2014 წლიდან დღემდე - საქართველოს საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი იყო...
2018 წლის 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა და მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო,ხოლო შერჩევის დასკვნით ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიამ მიმდინარე წელს 76 კონკურსანტიდან  ხმათა უმრავლესობით 15...
ციცი საყვარლიშვილმა აშშ-ი, იტალიურ რადიო Icn Radio NY-ში  წამყვანს ქართული სიმღერა ,,თბილისო" გააჟღერებინა . ამის შესახებ ციციმ საკუთარ სოციალური ქსელში დაწერა: ,,სამი საათის განმავლობაში, იტალიურ რადიოში ვისაუბრე საქართველოზე, იტალიაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ოკუპაციაზე, ქართულ კულტურაზე, მუსიკაზე. ჩემი თხოვნით გაჟღერდა, ქართული სიმღერა #თბილისო, სოფო ხალვაშის შესრულებით. ცხრაჯერ ვახსენე, სიტყვა #ოკუპაცია, აფხაზეთი, სამაჩაბლო. ამერიკაში მცხოვრებ...
იტალიაში, ქალაქ ბარისთან სან ანტონიოს დასახლებაში გუშინ ღამით ადგილობრივი პოლიციის მიერ ნაპოვნი ცხედარი როგორც  baritoday-ი წერდა დადასტურდა რომ ნამდვილად  31 წლის საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა. გუშინვე ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ  მობილიზებულები. დღეს ცნობილი გახდა ასევე რომ გარდაცვლილი 31 წლის მამაკაცი ნამდვილად საქართველოს მოქალაქე  გიორგი ფ-ძეა და ის იმერეთიდანაა.
13 ნოემბერს მოსკოვში ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ექართველი ემიგრანტების  ელოდებათ, კონცერტის რეჟისორი ცნობილი ქართველი ხელოვანი ლაშა ონიანია. მსმენელის წინაშე ქართველი მუსიკალური ხელოვანების საკმაოდ წარმომადგენლობითი კრებული წარდგება რომელთა შორის ლეგენდარული მერაბ სეფაშვილი, თამარ გვერდწითელი და  სოსო პავლიაშვილი იქნებიან. მსმენელს საკუთარი შემექმედების ჰიტებს პირადად წარუდგენენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები:  ბესიკ კალანდაძე, ნატო გელაშვილი, ანრი ჯოხაძე, სოფო ხალვაში და  დათო გომართელი,  საღამოს...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილია ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაშიც, სადაც საქართთველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ მონაწილეობა და გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება. ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში  ხმის მიცემის საშუალება საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ: ესპანეთის სამეფოში : №17 საარჩევნო უბანი ქ. მადრიდი მის.: საქართველოს საელჩო, პლასა დე ლას კორტეს ქ. №4, მე-5 სართული, მარჯვენა კარი 28014...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კვიპროსში   საქართველოს საელჩოს  ძალისხმევით, ქართული საკვირაო სკოლა დედაქალაქის  ცენტრში, ერთ ერთ საგანმანათლებლო დაწესებულების  ტერიტორიაზე განთავსდა. საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა   კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ. საქართველოს ელჩმა სტუმრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, რომლის ხელშეწყობითაც ქართულმა საკვირაო სკოლამ ახალ შენობაში გადაინაცვლა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ განახლებული...