სალომე ზურაბიშვილი: ჟისკარ-დ’ესტენთან დაწყებულ საუბარს საქართველოზე ემანულ მაკრონთან ბოლომდე მივიყვანთ​

0
1036

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 17 თებერვალს დაიწყებს.  მისი თქმით  ვიზიტი დიასპორასთან შეხვედრით დაიწყება.

სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან, რომლებზეც საქართველო – საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება.

საქართველოს პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ-დ’ესტენთან განსახილველი საკითხის ნაცვლად, საქართველოზე დაიწყო საუბარი.

70 -იან წლებში, როდესაც პირველად შევხვდი საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, როგორც ფრანგი დიპლომატი, განსახილველი საკითხის ნაცვლად საუბარი საქართველოზე დავიწყე.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის შემდეგ საფრანგეთმა რამდენიმე პრეზიდენტი გამოიცვალა და თითოეულ მათგანთან საუბრისას საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავება ყოველთვის მთავარი თემა იყო ჩემთვის.

ეს ჩემი ერთ-ერთი ისტორიული ვალდებულებაა და ახლა, როდესაც უკვე განსხვავებული სტატუსით ვხვდები პრეზიდენტ მაკრონს, მჯერა, რომ ჟისკარ-დ’ესტენთან დაწყებულ საუბარს ბოლომდე მივიყვანთ.