სექსუალური განათლების შესახებ გადაღებული ვიდეოგაკვეთილების ავტორს ემუქრებიან

0
1995

სექსუალური განათლების შესახებ გადაღებული ვიდეოგაკვეთილების ავტორს გაუპატიურებით ემუქრებიან.განათლების და შრომის ასოციაციისერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ინტერნეტსივრცეში სექსუალური განათლების შესახებ მომზადებული ვიდეოგაკვეთილები განათავსა. მას გაუპატიურებით ემუქრებიან.

ხატია ახალაია  აცხადებს რომ ეს ვიდეოგაკვეთილები მხოლოდ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ვიდეო მომზადებულია UNESCO-ს სექსუალური განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს პრინციპების მიხედვით და რეკომენდირებულია 8 წლიდან. გადაღება და მონტაჟი: ეკატერინა ხარბედია პროექტი დაფინანსებულია ახალგაზრდა ფემინისტური ფონდი ფრიდასა და ორბელიანი საქართველოს პლატფორმის საშუალებით შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით .

სქესობრივი მომწიფება

ვიდეო მომზადებულია UNESCO-ს სექსუალური განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს პრინციპების მიხედვით და რეკომენდირებულია 8 წლიდან.გადაღება და მონტაჟი: ეკატერინა ხარბედიაპროექტი დაფინანსებულია ახალგაზრდა ფემინისტური ფონდი ფრიდასა და ორბელიანი საქართველოს პლატფორმის საშუალებით შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითThe vodeo is prepared according to International technical guidance on sexuality education: an evidence-informed approach (UNESCO) and is recommended from age 8.Shooting & Editing: Ekaterina KharbediaProject is supported by The Young Feminist Fund Frida and Orbeliani Georgia's Platform with the financial support from the Government of Sweden.In case of questions, do not hesitate to contact usEducationandlabourorg@gmail.com

Gepostet von Education and Labour Association-განათლებისა და შრომის ასოციაცია am Dienstag, 29. Januar 2019

როცა მოზარდებს უამრავი კითხვა უჩნდებათ, ისინი ინტერნეტის უკონტროლო სივრცეს ან პორნოგვერდებს მიმართავენ, სადაც ხშირად ინფორმაციას დამახინჯებული გზებით იღებენ და ეს მოზარდის ფსიქიკაზე კარგად არ აისახება.

ხატია ახალაია განმარტავს, რომ  აქედან გაჩნდა ვიდეოგაკვეთილების იდეა, რათა მოზარდებმა ინტერესი სწორად მიწოდებული ინფორმაციით დაიკმაყოფილონ.

სექსუალური განათლების შესახებ შექმნილი ვიდეოგაკვეთილების ავტორი პროკურატურას გამოძიების დაწყებას, სახელმწიფოს კი საკუთარი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.