Home საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიასპორის დღე არის დამოუკიდებლობის დღის შემდეგი დღესასწაული და ჩვენ ორივე ფაქტს ერთად ვზეიმობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში უკვე იქ ცხოვრებას თუ აქ ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეიძლება ერთობლივად, თუნდაც გეოგრაფიულად მოშორებული...
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი პარტნიორებისგან გვჭირდება მხარდაჭერა, რათა დავარწმუნოთ რუსეთი და შევახსენოთ მას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შეუქცევადია საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს...
ევროპული სტანდარტის დასაახლოვებლად, უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავაღრმავოთ რეფორმები ქვეყნის შიგნით -ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიტვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ძალიან კომპლექსურ გარემოში ცხოვრობს. „ჩვენ ძალიან კომპლექსურ გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენ გვაქვს გამოწვევა უმუშევრობასთან, არალეგალურ მიგრაციასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით. ამჟამად, პრობლემის გადაჭრას ვცდილობთ პარტნიორებთან...
კვიპროსის პრეზიდენტის  პირველი ისტორიული ვიზიტის ფარგლებში საქართველოში გამართავს ოფიცილაურ შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან,საქარტველოს პრემიერ მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან . მოგვიანებით, ბატონი ანასტასიადისი გაემგზავრება გმირთა მოედანზე, სადაც გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. რესპუბლიკის პრეზიდენტი დაესწრება და მიესალმება ორი ქვეყნის პალატების მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმს.  სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელებენ, ხელი მოეწერება...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 17 თებერვალს დაიწყებს.  მისი თქმით  ვიზიტი დიასპორასთან შეხვედრით დაიწყება. სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან, რომლებზეც საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება. საქართველოს პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ-დ’ესტენთან...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 8 თებერვალს ავღანეთს ესტუმრა, სადაც ნატოს მისიაში მომსახურე ქართველ სამხედროებს, ასევე ავღანეთის ხელმძღვანელობას შეხვდა. „ვამაყობ ჩვენი ქართველი ჯარისკაცებით, რომელთაც ნატოს კოალიციის მხარდამხარ საკუთარი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებაში ავღანეთში“, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ქართველ სამხედროებს მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დაღუპულ ჯარისკაცებს...
„ვინც არღვევს ვიზალიბერალიზაციის წესებს და პრინციპებს, ის ავნებს მომავალს და თავის შვილებს პირველ რიგში,“ - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება ვიღაცის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. „ვიღაცები მაინც სარგებლობენ ვიზალიბერალიზაციით იმისთვის, რომ არალეგალურად შევიდნენ ან მოითხოვონ თავშესაფარი ევროპაში. ეს არის პრობლემა, რომელზედაც ორმხრივად...
2018 წელი ასევე გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რადგან მათთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა და შენარჩუნება. ეს გააადვილებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს. დგება ახალი წელი და ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას. ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის. ვულოცავ ახალ წელს თითოეულ მოქალაქეს,...