პრეზიდენტის აზრით 2018 წელი გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის

0
1058

2018 წელი ასევე გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რადგან მათთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა და შენარჩუნება. ეს გააადვილებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს.

დგება ახალი წელი და ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას. ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის.

ვულოცავ ახალ წელს თითოეულ მოქალაქეს, თბილისში, საქართველოს ყველა მხარესა და სოფელში. ვულოცავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ვულოცავ მოგზაურებს, ვულოცავ ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც ამ ღამესაც ჩვენს მშვიდობასა და წესრიგს იცავენ. ვულოცავ შორეულ მალისა და ავღანეთის მძიმე პირობებში გამწესებულ ჩვენს ჯარისკაცებს. მათ ვეწვევი ახლო მომავალში. ვულოცავ საოკუპაციო ხაზზე, გალსა და ახალგორში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს. ვულოცავ აფხაზ და ოს ძმებს. დაე, 2019 წელი ყოფილიყოს შერიგების წელი.

ყველას გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სულიერი დამშვიდების, შემწყნარებლობის, გაერთიანების წელი და გამთლიანების საწინდარი. ვულოცავ ახალ წელს სრულიად საქართველოს“, – გაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში.