უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავაღრმავოთ რეფორმები ქვეყნის შიგნით – სალომე ზურაბიშვილი

0
796

ევროპული სტანდარტის დასაახლოვებლად, უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავაღრმავოთ რეფორმები ქვეყნის შიგნით -ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიტვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ძალიან კომპლექსურ გარემოში ცხოვრობს. „ჩვენ ძალიან კომპლექსურ გარემოში ვცხოვრობთ.

ჩვენ გვაქვს გამოწვევა უმუშევრობასთან, არალეგალურ მიგრაციასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით. ამჟამად, პრობლემის გადაჭრას ვცდილობთ პარტნიორებთან ერთად, მათ შორის ცირკულარული მიგრაციის საკითხის გადაჭრას. ამ მხრივ მიღწეული შეთანხმებები იქნება პასუხი აღნიშნულ დიდ გამოწვევაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს გამოწვევა პროფესიულ განათლების მიმართულებით და განათლება გახდა კიდეც მთავრობის პრიორიტეტი.პრეზიდენტმა ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს ამ მისწრაფებას. „ჩვენ გვჭირდება მაღალი დონე, რომ გავწევრიანდეთ ნატო-სა და ევროკავშირში. ვართ ოპტიმისტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ ვართ რეალისტები. ჩვენ გვაქვს არაერთი გამოწვევა და ვიცით, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო. რაც მთავარია, ვიცით, სად მივდივართ. ჩვენს მოსახლეობაში კი, ამ მხრივ არ არსებობს სკეპტიციზმი, მოსახლეობის 90-95 პროცენტი მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებას.– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში დღეს ლატვიელ კოლეგას რაიმონდს ვეიონისს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

 

ავტორი : ჟანა მეგრელიშვილი