იტალიაში ქ. ბარიში  ასოციაცია A.I.S. ბაზაზე მისი ხელმძღვანელის ნინა რურუას თაოსნობით ქართული ჟურნალი "აისი" დაარსდა.    ჟურნალ ,,აისი" -ს პირველი ნომერი ადგილობრივმა ქართველმა მკითხველმა უკვე იხილა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ქართულენოვანი ჟურნალი ,,აისი" ქართველი მკითხველისთვის  თვე ერთხელ გმოვა და მასში  არაერთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ამოიკითხავს, განსაკუთრებით კი უცხოეთში მაცხოვრებელი ჩვენი...
ა.წ. 28 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ახალგარზდებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა. მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იბერიელები“, რომელთაც შეასრულეს ქართული ცეკვები. ანსამბლის ხელმძღვნელმა, ბატონმა გოჩა მაღლაკელიძემ ხაზი გაუსვა იმ სიყვარულსა და მონდომებას, რომელსაც ქართველი ბავშვები იჩენენ ჩვენი კულტურის შესწავლისას და აღნიშნა ქ-ნ დიანა ბაგრატიონის და სხვათა ღვაწლი...
დიასპორულ ორგანიზაციებს მიმღებ ქვეყნებში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ . მთავარი მიზანი მიმოფანტული ქართველების გაერთიანება, მათი დახმარება და საკუთარი ნიჭისა თუ უნარ ჩვევების რეალიზაციაში ხელის შეწყობა გახლავთ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა გახლავთ. ნებისმიერ...
თბილისში სამთავრობო უწყებებში დამნაშავეს ეძებენ თუ მიზანმიმართულად მოქმედებენ, როგორც ერთ-ერთ მიმართვაში საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს თავკაცი ოთარ  ზურაბიშვილი წერს გაურკვეველია თუმცა,  საფრანგეთის ქართული სათვისტომო კვლავ ძეგლის დადგმას რომ ელოდება ეს დადგენილია. უმოქმედობა თუ ემიგრაციის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობაა მიზეზი ქართული სახელმწიფოს მხრიდან, ისტორიული დიასპორის ინიციატივის მიმართ ეს ჯერ კიდევ დადგენილი არაა,...
საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტმენტის დირექტორი რატი ბრეგაძე ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ამბობს რომ განათლების სამინისტროს მიერ უკვე შექმნილია სპეციალური პროგრამა საკვირაო სკოლებისთვის საგარეო საქმეთა სამისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ენის სწავლებას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ახორციელებს და წელს უკვე დაწყებული აქვს  საკვირაო სკოლების მხარდაჭერი პროექტი: ,,ჩვენ პირველად დავიწყეთ...
,, საკითხი რაც აუცილებლად საჭიროებს ხელშეწყობას, ესაა დიასპორისათვის ქართული კულტურის და ენის ცენტრების შექმნა. სამწუხარო რეალობაა და ამაზე თითქმის არავინ საუბრობს საჯაროდ: აქ დაბადებული, ან გაზრდილი ქართველი ბავშვების სრული უმეტესობა ვერ, ან არასრულყოფილად ფლობს ქართულ ენას, არ იციან ქართული წერა-კითხვა. მიმდინარეობს მათი სრული ასიმილაცია. რაოდენ სამწუხაროა, რომ ემიგრაციაში გაზრდილ პირველივე...
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ისტორიულად  საქართველოში ყველაზე დიდი რელიგიური და სოციალური უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელსაც დღესდღეობით ათასობით სასულიერო პირი წარმოადგენს, თუმცა მათ შორის განათლებული და ინტელექტუალური მღვდელმსახურების პოვნა არცთუ ადვილი მოსაძებნია. დღეს ჩვენი სტუმარი საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქიის, ბირმინგემის, მანჩესტერის, გლაზგოს და სანდერლენდის ქართული სამრევლოების წინამძღვარი დეკანოზი...
საქართველოსახალმა პრემიერ- მინისტრმა ქართული დიასპორისთვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად ქართული ენის შესწავლის საკითხი დაასახელა და განცხადა რომ ის პირადად ჩაერთვება ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების დახვეწაში : „დიასპორის ჩართულობის მხრივ მე რამდენიმე მიმართულება შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ალბათ პირველ რიგში უნდა ვთქვათ ქართული ენის შესწავლის საკითხი. ამ კუთხით ონლაინ გაკვეთილების...
ბარსელონას "წმიდა ნინოს" სახელობის სამრევლოსთან არსებული "წმიდა გიორგის" სახელობის ქართული მართლმადიდებლური ასოციაციისა და სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ქართული კულტურის საღამო "მე, შენ და საქართველო". კონცერტში მონაწილეობდნენ აღნიშნულ ცენტრთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. კონცერტის ბოლოს მოხდა ახალგაზრდა წარმატებული ემიგრანტების დასაჩუქრება. კონცერტს სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრნენ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს...
  მიმდინარე წლის 27-28 მაისს, თბილისში , ქართული დიასპორის ფორუმი "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფორუმი გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, რომელიც მთელი ფორუმის მანძილზე უძღვებოდა მას.  დიასპორის ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული იყვნენ...