მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამით დიასპორის განვითარების ხელშეწყობა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია

0
1785

საქართველოს ახლი პრემიერ მინისტრის მამუკა  ბახტაძის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგელი ახალი სამთავრობო პროგრამის მიხიდევით ქართული დიასპორის განვითარების ხელშეწყობა  საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხდება – ამის შესახებ სამთავრობო დოკუმენტში ჩანაწერს მე-9 გვერდზე ვხვდებით სადაც წერია :

   საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი  ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო  კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელია დიასპორასთან ისეთი მდგრადი კავშირის განვითარება, რომელიც თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო წვდომას, საქარ თველოსათვის კი სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს. აღნიშნულია დოკუმენტში .

 ამასთან ცალკე  საკითხად გამოიყო  დიასპორული ორგანიზაციების ცნება პრემიერ მინისტრის სამთავრობო ხედვაში და აღნიშნულია რომ : მთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, დიასპორული  ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას, სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თანამემამულეთა ადგილსამყოფელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

ახალი პრემიერის სახელით წარდგენილ პროგრამაში  ,,განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დიასპორის ჩართულობას” 

სამთავრობო პროგრამაში დიასპორის საკითხების წარდგენილ საკითხებშია გაერთიანებული დროებით სამშობლოდან დასასქმებლად წასული საქართველოს მოქალაქეების საკითხიც და აქცენტი მათ ღირსეულ დამრუნებაზეა გაკეთებული , ხოლო ბოლო საკითხა ლევილის მამულის რეაბილიტაციაა დასახელებული : დაიწყება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში 2016 წელს გადმოცემული ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი, მომავალში მისი ქართულ კულტურულ და  საგანმანათლებლო კერად ჩამოყალიბების მიზნით.