სულ მალე იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნება. - ამ სასიხარულო ამბის შესახებ DIASPORA.GE -ს იტალიის ქალაქ ბარიში მოქმედი ასოციაცია A.I.S.-დან აცნობეს. ასოცაციის დამფუძნებლის ნინა რურუას თქმით:,,  სულ მალე იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაიხსნება ბარის პირველი ქართული საკვირაო სკოლა აისის ფილიალი. ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთიანი, ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული დიასპორული ცენტრი...
ისრაელში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქ. ლოდში,  ქართულმა საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო.- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. , როგორც სამინისტრო იტყობინება :  პირველი გაკვეთილის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ და დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართულ-ებრაულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კვიპროსში   საქართველოს საელჩოს  ძალისხმევით, ქართული საკვირაო სკოლა დედაქალაქის  ცენტრში, ერთ ერთ საგანმანათლებლო დაწესებულების  ტერიტორიაზე განთავსდა. საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა   კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ. საქართველოს ელჩმა სტუმრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, რომლის ხელშეწყობითაც ქართულმა საკვირაო სკოლამ ახალ შენობაში გადაინაცვლა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ განახლებული...
17 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა...
2018 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენისსწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.- ნათქვამია საგარეოს საქმეთა უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში .  მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ისაუბრებს ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ  პრიორიტეტზე . მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგებიან საქართველოს...
ranker.com არის ცნობილი ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებლის მიერ შედგენილ რეიტინგებს აქვეყნებს. აღნიშნულ პორტალს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების სიაში, ყველა დროის საუკეთესო მწერალი, შოთა რუსთაველი 23-ე ადგილს იკავებს