ქ. ლოდში ქართულმა საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო.

0
1380

ისრაელში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ლოდში,  ქართულმა

საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო.- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. , როგორც სამინისტრო იტყობინება : 
პირველი გაკვეთილის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ და დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართულ-ებრაულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი კავშირები და ხალხთაშორისი კონტაქტები. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქართული საკვირაო სკოლის გახნის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების საქმეში. პაატა კალანდაძემ მადლობა გადაუხადა ისრაელის სახელმწიფოს, ქალაქ ლოდის მერიას და საქართველოს საპატიო კონსულს  ბემენი ბენიშს მხარდაჭერისთვის.

ქართულ საკვირაო სკოლაში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და კულტურა. სასწავლო პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 25 მოსწავლე.