ესპანეთში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

0
1824

ადრიდსა და ალიკანტეში ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს ბრალად ედებათ ექვსი ბინის ძარცვა.

ბრალდებულებს შტაბი ქალაქ ალიკანტეში ჰქონდათ და ისინი მადრიდში ჩასვლისას დააკავეს.

ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბრალად წაუყენეს ორი ბინის ძარცვა ალიკანტეში, ოთხის კი მადრიდში, ასევე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა.

სამართალდამცველებმა ძარცვის რამდენიმე ფაქტზე გამოძიება გასული წლის ბოლოს დაიწყეს. ესპანეთის პოლიციამ დაკავებულების ბინების ჩხრეკისას ნაძარცვი ნივთები ამოიღო, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობები, ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები და პირადი დოკუმენტები.

ესპანელი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა, რამდენიმე ადამიანი კიდევ დააკავონ.