რომის პაპი – მიგრანტებისთვის კარის დახურვა ქრისტიანული საქციელი არ არის

0
6300

რომის პაპმა ფრანცისკემ ჩილეში მესაზე განაცხადა, რომ მიგრანტებისთვის კარის დახურვა ქრისტიანული საქციელი არ არის. პაპმა მოუწოდა ქვეყნებს, მიიღონ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც გადარეცხა სიღარიბემ, უსამართლობამ და ექსპლუატაციის მსხვერპლებიგახდნენ.

ფრანცისკეს თითქმის ხუთწლიანი პაპობის განმავლობაში საკვანძო და მთავარ თემას მიგრანტებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვა წარმოადგენს.

პონტიფიკოსი ჩილედან პერუში გაემგზავრება, სადაც ლათინო-ამერიკულ ტურნეს დაასრულებს.

„ღარიბთა ტირილი ლოცვასავითაა, ის აღებს ჩვენს გულებს და გვასწავლის როგორ ვიყოთ მიმღებლები“, – მიმართა მესაზე დამსწრეებს პაპმა ფრანცისკემ.