მიუნხენში ნარდის საქველმოქმედო ტურნირი ჩატარდა

0
1146

20 იანვარს მიუნხენში, გერმანიის ქართული სათვისტომოს რიგით მეექვსე ნარდის საქველმოქმედო ტურნირი ჩატარდა. ტურნირზე შემოსული თანხა 700 ევროს ოდენობით გადაერიცხება ორგანიზაციას „ცხოვრების შანსს“ საქართველოში, რომელიც ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა პროფესიულ განათლებაზე ზრუნავს და ყოველწლიურად არაერთ მოზარდს აძლევს შესაძლებლობას, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

წლევანდელ ტურნირს ესწრებოდნენ: „Live Chances“ ბორდის წევრები საქართველოდან, ლელა ეხვაია და ლევან ჩახაია, გერმანული ორგანიზაციების FIB ისა და Agapedia-ს წარმომადგენლები, მათიას ჰეტინგერი და მარიკა ბართი, ისევე როგორც ქართველების მეგობარი და ქველმოქმედი, ელიზაბედ გასტი. შეხვედრის პირველ ნაწილში წარდგენილ პრეზენტაციაში „Live Chances“ ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებზე.
მეორე ნაწილში ჩატარებულ ნარდის ტურნირს ორმოცამდე მონაწილე ჰყავდა. წლევანდელი საპრიზო ადგილებზე ასე გადანაწილდა: პირველი ადგილის მფლობელი გურამ ხაბეიშვილი გახდა, მეორე ადგილზე თინათინ ჩითინაშვილი, მესამეზე კი ლალი ვორნერი გავიდა. პირველი ადგილის მფლობელს ოქროს მედალთან ერთად ნარდიც გადაეცა საჩუქრად, მეორე და მესამე ადგილებზე კი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები განაწილდა. ტურნირს უგემრიელესი ბუფეტი და ქართული ღვინოც ამშვენებდა.

დიდი მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს ლელა ედერს და დიმიტრი შოიფლერს, ისევე როგორც ყველა მონაწილეს, რომელმაც თავისი დასწრებით წვლილი შეიტანა ჩვენი პროექტის კიდევ ერთხელ წარმატებულად ჩატარებაში.