1 თებერვლიდან პროგრამა ემიგრანტის ადვოკატი იწყება

0
5065

2018 წლის 1 თებერვლიდან დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის და საქართველოში მცხოვრები მათი ოჯახის წევრებისათვის იწყებს სპეციალურ პროექტს – “ემიგრანტის ადვოკატი საქართველოში“.

პროექტის ფარლებში ემიგრანტებს გაეწევათ იურიდიული კონსულტაცია და საადვოკატო მომსახურება საქართველოში, კერძოდ:
ნასამართლეობის, ქორწინების, განათლების და მართვის მოწმობის შესახებ ცნობებისა და სხვა დოკუმენტების გამოთხოვა, ასევე მათი შემდგომი ლეგალიზაცია ან აპოსტილით ან ნოტარიულად დამოწმება;
საქართველოს მოქალაქების მიღების, გასვლისა ან მიჭების სამართლებრივი უზურველყოფა;
● საკუთრების, მათ შორის უძრავი ქონებისა და მშენებარე ობიექტების, სამართლებრივი დაცვის უზურველყოფა;
● წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში და სასამართლოში;
● ბრალდებულის, დაზარებულის და მოწმის დაცვის განხორციელება სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებისას და სასამართლოში. იურიდიული კონსულტაცია და ემიგრანტის ინტერესის ლობირება საქართველოს სახელმწიფო უწყებებში უფასოა!!!

პროექტს ახორციელებს ასოციაციის წევრი-კომპანია, შპს „სარაჯიშვილის იურიდიული ოფისი“, სადაც მოწვეული არიან სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე ადვოკატები, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფა ქართველ ემიგრანტებს დისტანციურად გაუწიონ უფასო იურიდიული კონსულტაცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – საადვოკატო მომსახურეობა საქართველოში, მათთვის საჭირო საკითხებთან დაკავშირებით.

📑 პროექტში მონაწილე ადვოკატები უზრუნველყოფენ შემდეგ საადვოკატო მომსახურეობას:
● საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალში – ინგა მუკბანიანი
● სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალში – ლევან კოკაია
● სანივთო (ქონებრივ) და ადმინისტრაციულ სამართალში – ირაკლი ბურჭულაძე
● საკონსულო და სისხლის სამართალში – გიორგი გვაჯაია

💼 პროექტის მენეჯერია სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი ინგა მუკბანიანი.

📮 საქართველო, თბილისი, მეტრო სადგური “სარაჯიშვილი”-ს მიმდებარე ტერიტორია, ბიზნეს-ცენტრი “სარაჯიშვილი”, მე-2 სართული, ოფისი 13
☎ +995 599 99 27 09; +995 599 30 99 92
💻 saradjishvililawoffice@gmail.com
Skype: saradjishvililawoffice
Facbook: სარაჯიშვილის იურიდიული ოფისი.

ემიგრანტისადვოკატისაქართველოში
#იურიდიულიმომსახურეობაემიგანტებისათვის #დიასპორულიინვეატიციებისმხარდამჭერიასოციაცია #სარაჯიშვილისიურიდიულიოფისი

Inga Mukbaniani
Giorgi Gvajaia
Zaal Sarajishvili
Levan Kokaia
Irakli Burchuladze
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association