გერმანია იტალიიდან და საბერძნეთიდან მიგრანტების მიღებას წყვეტს

0
2563

გერმანია იტალიიდან და საბერძნეთიდან მიგრანტების მიღებას წყვეტს.

2015 წლის შეთანხმების მიხედვით, ლტოლვილთა გადანაწილების პროგრამით, გერმანიას 27 ათასამდე ადამიანი უნდა მიეღო, თუმცა მათგან ქვეყანაში მხოლოდ 10 265 პირი შევიდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გადანაწილების საფუძველი უფრო ნაკლებ მიგრანტს აღმოაჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ამ პროგრამაში ხვდებიან ის პირები, რომელთაც თავშესაფრის მინიჭების 75 %-ზე მეტი შანსი აქვთ.

იტალიაში მყოფ მიგრანტთაგან გადანაწილების კრიტერიუმებს სამი ათასამდე ადამიანი აკმაყოფილებს. დეკემბერში გერმანიამ 503 პირი იტალიიდან, 39 კი საბერძნეთიდან მიიღო. იანვარში კი ორივე ქვეყნიდან გერმანიაში შესულ ლტოლვილთა რიცხვი რვა იყო. ოფიციალურად მიგრანტების გადანაწილების პროგრამა 2017 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო 1tv.ge