გერმანიის 5 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება

0
1425

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გერმანიის 5 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

საწყის ეტაპზე 5 ქალაქი შეირჩა: ბონი, ესენი, რეუტლინგი, მერჰეიმი და ჰერბერგი რომელიც შტუტგარდის, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს.

გერმანიის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ამ გზით, ადამიანები საკუთარი ავტომობილის გამოყენებაზე უარს იტყვიან, რაც ნახშირორჟანგისა და აზოტის გამოყოფას შეამცირებს.

ეკოლოგიური პროგრამის ფარგლებში გერმანიას ასევე სურს ელექტრო ტაქსებისა და ზოგადად ელექტრომობილების წახალისების დონის გაზრდა. ამჟამად ახალი ელექტრომობილის შემძენს 4000 ევრო უნაზღაურდება.

ევროკომისარმა გარემოს დაცვის მიმართულებით, კარმენიუ ველამ, გერმანიის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, ასევე კანცლერის აპარატს წერილი მისწერა და გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა სთხოვა. imedi.ge