ზვიად კვაჭანტირაძე – თაობები ოცნებობდნენ, რომ ევროპაში უვიზოდ გვეფრინა

0
1468

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მომხრეა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამრღვევების მიმართ საკანონმდებლო რეგულაციები გამკაცრდეს..

„ეს ის სიკეთეა, რომელსაც გონივრული და სამართლიანი გამოყენება სჭირდება იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც ამ რეჟიმს არ არღვევს და ამას არც განიზრახავს. უვიზო მიმოსვლა დაწესებული რისთვის იყო და ამას ქვეყნისთვის რამხელა სიკეთის მოტანა შეეძლო, ყველამ იცოდა. ადამიანები, რომლებიც ამას ბოროტად გამოიყენებენ, მხოლოდ საკუთარ თავს ავნებენ. უვიზო რეჟიმის უკანონოდ გამოყენება უნდა შევზღუდოთ და თუ სახელმწიფო ვართ, ეს უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი მოქალაქეების უფლებები დავიცვათ. იმ მოქალაქეების, რომლებიც უვიზო რეჟიმს პატიოსნად იყენებენ, ხოლო იმ ადამიანების მიმართ შეზღუდვები უნდა დაწესდეს, რომელთაც ქვეყნისა და ახლობლების ბედი არ ადარდებთ და უვიზო რეჟიმს არღვევენ. თაობები ოცნებობდნენ, რომ ევროპაში უვიზოდ გვეფრინა და ამ ოცნების მოშლის საშუალება არავის არ მივცემთ”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.