ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, სამუშაო ვიზის გაცემა დაიწყოს

0
2327

საქართველოში “ისრაელის სახლის” დამფუძნებლის, იციკ მოშეს ინფორმაციით, შესაძლოა ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისათვის სამუშაო ვიზის გაცემა დაიწყოს.

შესაბამისი საპილოტე პროექტის განხორციელების შესახებ ოფიციალურმა ორგანიზაციებმა შესაბამის შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

“საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, ამ ორი წლის წინათ ისრაელის პარლამენტს ოფიციალურად მიმართა და საწყის ეტაპზე, საქართველოს 500 მოქალაქეზე სამუშაო ნებართვა მოითხოვა. ბიზნეს პალატისვე ორგანიზებით, თბილისს ამ საკითხთან დაკავშირებით ეწვია ქნესეთის (პარლამენტის) ხელმძღვანელობა, ოპოზიციის ლიდერი და პროფკავშირის წარმომადგენლები. მათ საქართველოს ხელისუფლებას გააცნეს ისრაელის მხარის მზაობა კვოტების გამოყოფასთან დაკავშირებით. ამ საკითხის საბოლოოდ გადაჭრისთვის საჭიროა ორივე მთავრობის აქტიური მუშაობა.