ქართველებს და სომხებს არალეგალები საბერძნეთში ძვირადღირებული მანქანებით გადაჰყავდათ

0
2223

მესაზღვრეებს რომ ეჭვი არ გასჩენოდათ, ბრალდებულებს არალეგალები „ლუქს“ კლასის ძვირადღირებული ავტომობილებით გადაჰყავდათ

   საქართველოს, სომხეთის და საბერძნეთის მოქალაქეები თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მიგრანტთა არალეგალური გადაყვანის ფაქტზე დააკავეს, იუწყება  უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.

ბერძენმა პოლიციელებმა სულ 11 პირი დააკავეს, რომლებმაც, გამოძიების მონაცემებით, 2017 წლის თებერვლიდან საზღვარზე უკანონოდ 360 ადამიანი გადაიყვანეს.

აღინიშნება, რომ გონებამახვილ თაღლითებს ადამიანები „ლუქს“ კლასის ძვირადღირებული ავტომობილებით გადაჰყავდათ და ამით მესაზღვრეების ეჭვებს არ აღძრავდნენ. თანაც ადამიანები არამარტო სალონში, არამედ საბარგულითაც გადაჰყავდათ.

ასეთი გადაყვანა არალეგალებს 600 ევრო უჯდებოდათ. წყარო sputnik.ge