ემიგრანტების საყურადღებოდ !

0
9224

„ემიგრანტის ადვოკატი საქართველოში“ სპეციალური პროექტის ფარგლებში “სარაჯიშვილის იურიდიული ოფისი” ემიგრანტებს სთავაზობს მომსახურეობას, რომლის ფარგლებშიც ემიგრანტებს მიეცემათ შესაძლებლობა კვალიფიციური ადვოკატების მეშვეობით აღადგინონ კომუნიკაცია საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ახლო ნათესავთან და მიიღონ სრული ინფორმაცია მისი სასჯელის ვადის, სასჯელის მოხდის პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინონ მას სამართლებრივი დახმარება.

საადვოკატო მომსახურეობა მოიცავს:
-პატიმრის მონახულება შესაბამის დაწესებულებაში;
-ინფორმაციის მოპოვება მისი ჯანმრთელობისა და ზოგადი მდგომარების შესახებ;
-საქმის შესწავლა და შესაძლო პესრპექტივების ანალიზი, მათ შორის – პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და შეწყალების შესაძლებლობის კუთხით.

მომსახურეობასთან დაკავშირებით, ემიგრანტს შეუძლია დაუკავშირდეს იურიდიული ოფისის სისხლის სამართლის განყოფილების ხელმძღვანელს ადვოკატ გიორგი გვაჯაიას, ტელეფონის ნომერზე +995 599 30 99 92.

ადვოკატთან დაკავშირება ასევე შესაძლებელია სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით: Viber, WhatsApp, Telegram ნომერზე +995 599 30 99 92.