ქართველი მუსიკოსები ჰამბურგის ელბფილარმონიის ამიერკავკასიისადმი მიძღვნილ ფესტივალზე

0
2183
Фото Руслана Канюки

2018 წლის 2 აპრილს ჰამბურგის ელბფილარმონიაში გაიმართა ქართველი პიანისტის დუდანა მაზმანიშვილის, და საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. შესრულდა ნიკოლოზ რაჭველის პრემიერა, რახმანინოვისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ესწრებოდა აღნიშნულ საღამოს.

ელბფილარმონიის კავკასიისადმი მიძღვნილის ფესტივალის დამაგვირგვინებელი კონცერტით გაიხსნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის მუსიკალური პროგრამა. კავკასიის ფესტივალმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა და მასში გერმანული მხარის მოწვევით მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი პიანისტები გვანცა და ხატია ბუნიათიშვილები, მწერალი ნინო ხარატიშვილი, ინგოლშტადტის საქართველოს კამერული ორკესტრი, ანჩისხატის გუნდი და ანსმაბლი რეზონანსი. ფესტივალი გრძელდება მრავალფეროვანი კინო/რეტროსპექტივით.

წყარო :საქართველოს საელჩო გერმანიაში