მოახლოვებული არჩევნები და მიგრანტების საკონსულო აღრიცხვის გადაუჭრელი საკითხი- ინტერვიუ ზაზა სულამანიძესთან.

0
3724

 ,,მიგრანტების საკონსულო აღრიცხვიანობის მოწესრიგება,არჩევნების ხარისხიანად ჩატარების წინაპირობაა” -აცხადებს საარჩევნო საკითხების სპეციალისტი და თესალონიკში ერთ-ერთი დიასპორული გაერთიანების-,,თესალონიკის ქართველობის“ ხელმძღვანელი ზაზა სულამანიძე.   ბ-ნი ზაზა უკვე მრავალი წელია, რაც არაერთი საარჩევნო კომისიის წევრი და დამკვირვებელია.  როგორც ცნობილია, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალქეები ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნების გარდა ყველა არჩევნებში მონაწილეობენ და ხმას სასურველ კანდიდატს ან პოლიტიკურ ჯგუფს უჭერენ. ხმის მიცემის უფლება კი მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მდგარ მოქალქეებს აქვთ, რომელთა აღრიცხვიანობის საკითხი უკვე რამდენიმე ათეული წელია გადაუჭრელ პრობლემად სახელდება …   

ამ საკითხებზე სასუბროდ დღევანდელი ჩვენი სტუმარი ზაზა სულამანიძეა.

  მოგესალმებით ბ-ნო ზაზა..

 -პირველ რიგში მინდა , ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მივესალმო მსოფლიოს იმ ქვეყნებში სადაც იმყოფებიან და თქვენი გვერდის ადმინისტრაციას, მკითხველებს და მომხმარებლებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში პორტალი DIASPORA.GE პოპულარული ხდება არა მარტო (ე)მიგრანტებში და ეს მთავარი მისასალმებელი საკითხია …

– ბ-ნო ზაზა , რამდენიმე თვეში საპრეზიდონტო არჩევნები იქნება, თქვენ როგორც საარჩევნო სისტემების სპეციალისტი , არაერთი არჩევნების დამკვირვებელი და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრი , როგორ შეაფასებდით განვლილ არჩევნებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ ტარდება, რა მიღწევები იყო და რაა გასაკეთებელი რომ არსებული პრობლემები გამოსწოდეს საარჩევნო კომისიების მუშაობის კუთხით?

-ვფიქრობ , სანამ საქართველოს დღევანდელი და ალბათ ყველა წინა ხელისუფლება პოლიტიკურ ვნებებში არიან და იყვნენ, მანამდე არც საარჩევნო სისტემა და თავად არჩევნებიც ვერ გახდება ისეთი, როგორიც თვითოეულმა მიგრანტმა ნახა ევროპაში ცხოვრების პერიოდში, ამავე დროს ჩვენდა სამწუხაროდ საარჩევნო პროცესების სპეციალისტების ნაკლებობაა, რაც აისახება თვითონ არჩევნების მიმდინარეობისას. პოლიტიკური წნეხის მოხსნა და სპეციალისტებისათვის ამ პროცესის მინდობა, ვფიქრობ ეს მთავარი გამოსავალია საქართველოში საარჩევნო სისტემის ევროპულთან მისაახლოებლად.

– თვალს თუ გადავავლებთ განვლილ არჩევნებს, ადვილად შესამჩნევია ემიგრანციაში მყოფი ამომრჩევლის დაბალი აქტივობა , როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მის გამოსასწორებლად?

-შიში იმისა, რომ ვინმეს გააძევებენ ადგილსამყოფელი ქვეყნიდან დიდია და ეს დიდიად უშლის ხელს (ე)მიგრანტების საკონსულო აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, რაც თავისთავად არჩევნების ხარისხიანად ჩატარების წინაპირობაა. (ე)მიგრანტთა საქმიანობიდან და ადგილსამყოფელ ქვეყანაში დამსაქმებელთა შრომის პირობებიდან გამომდინარე ბევრი ვერ იღებს ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას და საქმიანობიდან გამომდინარე იძულებულია პირადი დააყენოს წინ, ამავე დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ კატეგორიის ადამიანთა ინფორმირებულობას, რომელიც ვფიქრობ რომ ნაკლებად აქვთ, ამას ვერ დავაბრალებ ონლაინ რეჟიმით ინფორმაციების გავრცელებას, რაც საკმარისზე მეტადაც კი ვრცელდება, ალბათ ეს მაინც კონკრეტული ადამიანების ინფორმაციასთან ურთიერთობის და მიღების ბრალია. (ე)მიგრანტები ამჟამად სხვა კატეგორიაში გადავიდნენ, ადგილსამყოფელ ქვეყნებში შერბილდა (ე)მიგრანტებისადმი დამოკიდებულება და თუ ვინმეს არჩევნებში მონაწილეობა უნდა და უნდა უნდოდეს, მეტი კომუნიკაცია და მისი სახელმწიფოს შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ დამსაქმებლებს, რომლებიც თავისთავად, არა მგონია რომ წინააღმდეგნი წავიდნენ რამდენიმე საათით გაანთავისუფლო დასაქმებული.

– ბ-ნო ზაზა , თქვენ ახსენეთ რომ ჩვენი თანამემამულეების, უმრავლესობა არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე , რა არის ამ პრობლემის მთავარი მიზეზი თქვენი აზრით და რატომ არ ახდენენ საკონსულოები აქტიურ კამპანიას ამ მხრივ?

-მიზეზთა მიზეზია ინფორმაციის ნაკლებობა, მე პირადად (ე)მიგრანტთა ასეთ დამოკიდებულებას თავისი სახელმწიფოს წინაშე ცოტა უარყოფითად ვუყურებ. ინფორმაციის მიღება და მისი გადამუშავება ეტყობა არც თუ ადვილი საქმეა, თორემ უკვე თითქმის 3 ათეული წელი გავიდა აქტიური მიგრაციის არსებობიდან და ისევ იმ საკითხებზე გვიხდება საუბარი რომლებზეც ვსაუბრობდით.

– რა როლი შეიძლება შეასრულონ საკონსულო აღრიცხვის გასააქტიურებლად დიასპორულმა ცენტრებმა თუ კი სახელმწიფო მათთან ამ მიმართულებით მუშაობას გადაწყვეტს ?

-ისევ და ისევ ინფორმაციის სწორად მიწოდება , მაგრამ მარტო დიაპორული ორგანიზაციების უმრავლესობა ამ სახით რაც დღეს არსებობებ, თავისი აქტიურობთ ვფიქრობ ამას ვერ შეძლებენ …

– ბ-ნო ზაზა , თქვენ როგორც ექსპერტი და ამავადროულად დიასპორული გაერთიანების ხელმღვანელი , როგორ ფიქრობთ დიასპორის და ემიგრაციის პრობლემები რატომ არ ხვდება თითქმის არც ერთი პოლიტიკური პარტიის და კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამაში, რა არის ამის მიზეზი?

– ამ ბოლო დროს, გარკვეულწილად, ისევ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების აქტიურობით, მათ შორის ერთ-ერთი პირველი თქვენი ვებ გვერდია, გამოდის მეტად მნიშვნელოვანი მოწოდებებით ამა თუ იმ (ე)მიგრაციაში მყოფი საზოგადოებისათვის საჭირო საკითხების გადაწყვეტით და ამაზე უკვე პოლიტიკოსებმაც დაიწყეს საუბარი. ალბათ დროს თავისი ადგილი აქვს და უკვე დადგა დრო დიასპორის საკითხებით დაინტერესდნენ პოლიტიკური პარტიები.

– და ბოლოს რას ეტყოდით ემიგრანტებს , მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ?

(ე)მიგრანტებმა უნდა დაძლიონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში გაუცხოების დრო და პერიოდი და მეტი საზოგადოებრივი აქტიურობა დაიწყონ.

ესაუბრა ავთანდილ გიუნაშვილი.