გერმანიის ქართული სათვისტომო აცხადებს საბუთების მიღებას 2018წლის საუკეთესო სტუდენტის გამოსავლენად.

0
1403

 საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 მაისი.კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ 

დაუკავშირდეთ:info@satvistomo.de

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ სტადიაზე ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად)

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთები:

  1. შევსებული და ხელმოწერილი “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”, რომელიც შეგიძლიათ აქედან ჩამოტვირთოთ. გთხოვთ “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”
  2. პასპორტის ძირითადი გვერდების ასლი
  3. დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ სტუდენტი ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში (Immatrikulationsbescheinigung)
  4. უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩათვლების და გამოცდების სრული რაოდენობა და ჩამონათვალი.
  5. ჩაბარებული ჩათვლების და გამოცდების რაოდენობა, ჩამონათვალი და მიღებული შეფასებები (ყველა დამადასტურებელი საბუთის ასლები).
  6. მოტივაციის წერილი, არაუმეტეს 2 გვერდისა.
  7. CV ტაბულარული ავტობიოგრაფია.
  8. ხელოვანებისათვის სასურველია შეძლებისამებრ წარადგინონ მათი ნამუშევრების (ელექტრონული ფოტო ან ვიდეო მასალა).

ვადები:

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა ყოველი წლის 10 მაისი. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი გამოგზავნეთ აქ მოცემულ მისამართზე.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება მოეწყობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც გაიმართება მიუნხენში მაისის დამლევს/ივნისის დასაწყისში. ამდენად კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი მოწვეულია ზეიმზე დასასწრებად, ხოლო ყველა გამარჯვებული სტუდენტის ზეიმზე დასწრება აუცილებელია პირობაა პრიზის გადაცემისათვის.

საუკეთესო სტუდენტებს გამოავლენს სპონსორებისაგან შემდგარი ჟიური.
ძვირფასო სტუდენტებო, იჩქარეთ, ჩაერთეთ კონკურსში.
თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები ამ მისამართზე info@satvistomo.de გამოგზავნეთ.