ქართული ენის დღე ქართული საკვირაო სკოლების და საელჩოს მიერ ერთობლივად აღინიშნა.

0
2817

13 აპრილს, ქართული ენისა და დამწერლობის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საელჩოში გაიმართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც მოწვეულები იყვნენ კიევში არსებული ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეები, მათი პედაგოგები და მშობლები. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონკურსი ქართულ წერაში. მოსწავლეებს მიეცათ დავალება გადაეწერათ ქართული ცნობილი პოეტების ლექსები დედაენაზე. ჟიურის წევრებმა შეარჩიეს 3 საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევარი. გამარჯვებულები და ყველა მონაწილე დაჯილდოვდა საწერი კალმებით. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია ქართული დამწერლობის ისტორიასთან დაკავშირებით, რომელმაც ბავშვების დიდი დაინტერესება გამოიწვია – ნათქვამია უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.