თამარ ჩერგოლეიშვილის WOMEN IN THE WORLD სამიტზე სიტყვით გამოსვლა

0
1793

“დიახ, მე საქართველოს რესპუბლიკიდან ვარ, თუმცა საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 16 წლის ასაკში გავხდი, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა,”- ამ სიტყვებით დაიწყო ტაბულას დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის, სიტყვით გამოსვლა Women in the World 2018 წლის სამიტზე.

პანელს, სახელწოდებით “სიმართლე ძალაუფლების პირისპირ”, რომელზეც თამარ ჩერგოლეიშვილი სიტყვით გამოდის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი უწევს მოდერირებას.\

“მე აქ ტოტალიტარიზმის ბოროტების შესახებ თეორიული პერსპექტივიდან არ ვსაუბრობ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სძულს ტოტალიტარიზმი არა იმიტომ, რომ ამის შესახებ წაუკითხავს ან სმენია, არამედ იმის გამო, რომ მე იქ ვცხოვრობდი. ის აქ არის – ჩემს გონებაში, მკაფიო მოგონებად შენახული იმის შესახებ, თუ რა იყო და რა აღარ უნდა განმეორდეს აღარასდროს. აი, ჩემს მაისურზე თქვენ ხედავთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველის, მაროს, პორტრეტს. ის, დაახლოებით, 100 წლის წინ, 19 წლის ასაკში იოსებ სტალინის სისხლიან საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლას შეაკვდა. მარო იბრძოდა თავისუფლებისთვის – გამოხატვის თავისუფლებისთვის, რელიგიის თავისუფლებისთვის, განათლების თავისუფლებისთვის, არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლებისთვის, თანასწორი უფლებებისთვის. ის ფუნდამენტური უფლებები, რომლებსაც მან საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა, დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციით იყო გარანტირებული. თუმცა, ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია საბჭოთა იმპერიაში ჩაიკარგა, ისევე, როგორც ევროპის ნაწილი და კიდევ ბევრი ქვეყანა,”- თქვა ჩერგოლეიშვილმა.

წყარო:ტაბულა