ინტერვიუ ემიგრანტ ქალთან .(არ ვიცი როგორ დავშორდე ქმარას არადა ქმარი აქაც მყავს – )

0
3182
woman in depression and despair crying on black dark

შესავალი: გაზეთი კვირის პალიტრა ინტერვიუს აქვეყნებს სადაც ემიგრანტი ქალბატონი საკუთარ ისტორიას ყვება . 

“პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი, მერე გული ტკივილმა მომიწურა – შვილები უცხოსავით მელაპარაკებოდნენ”

ბევრი მსმენია ისეთი კაცების შესახებ, რომელთაც ერთდროულად­ ცოლი ჰყავთ და საყვარელიც, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა, ერთ დღეს მენახა ქალი, რომელსაც ერთდროულად ორი ქმარი ჰყავს და არც ერთი არ აპირებს მის დათმ­ობას. ნანა 48 წლის არის, სამი შვილი და ორი ქმარი ჰყავს.­ უფროსი ორი შვილი პირველი ქმრისგან შეძენია, მესამე – მეორე, უცხოელი ქმრისშვილია.

ნანა: 
– წლების წინ, ბევრი ქალის მსგავსად, პატარა შვილები ქმრის და დედამთილის ანაბა­რად დავტოვე, რომ ბავშვები­ შიმშილით არ დამხოცოდა და უცხ­ეთში წავედი სამუშაოდ. მა­შინ ჩემს ქმარს თითიც არ გაუნძ­რევია, რომ თვითონ ეშოვა­ სამუშაო. არც ჩემს წასვლაზე უთქვამს უარი. ძალიან მშვიდად დათანხმდა ერთი ახლობლის შემოთავაზებას, რომ 2.000 დოლარის­ სანაცვლოდ ავტობუსის საბარგულით, დიდ ჩემოდანში ჩამძვრალს გადამიყვანდა საბ­ერძნეთში. ეს მოხდა 18 წლის წინ. ჯერ საბერძნეთში ვიმუშავე, მერე იტალიაში, იქიდან შვედეთში გადავედი, სადაც გავიცანი კაცი, რომელმაც გამომიცხადა – უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო. ქვრივი იყო, მის შვილს ვუვლიდი – დედასთან ერთად მოჰყვა­ ავტოკატასტროფაში და დამოუკიდებლად მოძრაობა არ შეეძლო. ბიჭს ისე შევუყვარდი, დედას მეძახდა.

– საქართველოში რომ ქმარი და შვილები გყავდათ, ახალი ოჯახის შექმნაში ხელს არ გიშლიდათ მათზე ფიქრი?

– შვილებს არაფერს ვაკლებდი, მაგრამ წარმოიდგინე, წლები ისე გადის, რომ ბავშვებს ვერ ნახულობ… ინტერნეტიც ხომ გვიან გაჩნდა. პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი,­ მერე გული ტკივილმა მომიწურა – შვილები უცხოსავით მელაპარაკებოდნენ. ქმარი კი ნამდვილი ნაძირალა აღმოჩნდა, რისი ეჭვიც წასვლის წინ გამიჩნდა. 2.000 დოლარი რომ მომიტანა, პროცენტიანი ვალი ავიღეო, მით­ხრა. ის პროცენტი კი რამდენიმე წელიწადს მახდევინა. თურმე მატყუებდა, არანაირი პროცენტი­ არ ჰქონდა გადასახდელი, ის ფული მის ჯიბეში ჩადიოდა. ეს რომ გავიგე, დავურეკე და ვუთხარი,­ გშორდები, ბავშვების მეურვეობას კი ჩემს დას დავაკისრებ და ფულსაც მას გამოვუგზავნი-მეთქი. რა სიგიჟეა,­ მტრები გყავს, ვიღაც შხამს გაწ­ვეთებს, რომ ჩვენი ტკბილი ოჯახი დაინგრესო. ოჯახი, რომელიც აღარ არსებობდა, თურმე ტკბილიც იყო.

მასთან ხელი მოწერილი არ მქონდა, ამიტომაც იოლად დავქორწინდი შვედთზე. საქართველოში რომ ჩამ­ოვედი, დამხვდნენ დაზრდილი შვ­ილები, რომლებ­ისთვისაც უცხო ვარ. მათთვის გავხდი ყულაბა და დედის ფუნქ­ცია დავკარგე. მოკ­ლედ, სახლი, სადაც ბავშვები და მათი მამა დავ­ტოვე, ჩემი მშობლების ნაჩუქარი იყო. ჩემს ე.წ. ქმარს კი იქიდან­ ფეხის მოცვლა არ უნდა. მე შენი ქმარი ვარ და ასე მოვკვდებიო. ამას იმიტომ ამბობს, რომ ლოთი და უვარგისია და ბავშვებისთვის გამოგზავნილი ფულით დღემდე ხეირობდა. გამოდის, ორი ქმარი­ მყავს…

– შვილები რას ამბობენ?

– არ მინდა, დავიჯერო, რომ შვილები სამუდამოდ დავკარგე. ასე მითხრეს, – შენ ხომ მაინც აქ არ იცხოვრებ და იყოს მამა აქ, რას გიშავებსო. ისინი ჩემს შვილებადაც კი აღარ აღიქვამენ თავს. ჩემმა შვედმა ქმარმა მითხრა, რომ ბიჭები ჩვენთან წავიყვანოთ. ისინი უნდა დაიბრუნო, რათა მიხვდნენ, რომ ყველაფერს მათთვის აკეთებდიო. ასეც ვიზამ. ყოფილმა დედამთილმა­ შემომითვალა, ის ხომ კარგი იყო, შვილები რომ დაგიზარდეთ, ახლა აგდებ ჩემს შვილს სახლიდანო?
მოვუწოდებ ყველა ქალს, გაი­თვალისწინეთ ჩემი შეცდომა. თქვენი ქმარი უმუშევარია? ოჯახში შემოსავალი არ გაქვთ? ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ის წავიდეს თუნდაც უცხოეთში, შვილები არ დატოვოთ, ან თუ წახვალთ, წაიყვანეთ.

სოფო გამრეკელი