მინსკში მყოფი ქართველი კლინიკური ორდინატორები ელჩ ვალერი კვარაცხელიას შეხვდნენ.

0
1214

18 აპრილს, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში,  გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა მინსკში მყოფ ქართველ კლინიკურ ორდინატორებთან. შეხვედრისას ელჩი გაეცნო ორდინატორების სწავლისა და პრაქტიკის გავლის პროცესს ბელარუსის სხვადასხვა უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, დაინტერესდა მათი ბინადრობის პირობებით. ორდინატორებმა ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია ბელარუსში კლინიკურ ორდინატურაზე მოქმედ პროგრამებთან და კურსებთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს მათ შესაბამისობაზე საქართველოში მოქმედ სამედიცინო სისტემასთან. შეხვედრას ესწრებოდა როგორც ახლად ჩამოსული ორდინატორები ასევე ბოლო წლის პრაქტიკანტები – ნათქვამია ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში