გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად 2019-2021 წლების ვადით საქართველო აირჩიეს

0
1197

2018 წლის 16 აპრილს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შეხვედრაზე საქართველო არჩეულ იქნა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of UN-WOMEN) წევრად 2019-2021 წლების ვადით. საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგიონული პრინციპის მიხედვით გათვალისწინებული იყო 17 ადგილი.
საქართველო აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე. ხოლო საქართველოს წევრობის სამწლიანი მანდატი 2019 წლის 1 იანვარს იწყება.

ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/89ecb