დანიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

0
2161

დანიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 56 წლის გელა პაპაშვილი, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევას ემსხვერპლა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

იგი ერთ-ერთ პოლონურ ფირმასთან თანამშრომლობდა და სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა.

პაპაშვილი 26 აპრილს მისმა ნათესავმა იპოვა და სამართალდამცველებს შეატყობინა.

ოჯახი უკვე დაუკავშირდა საკონსულოს, თუმცა პროცედურის გავლა უქმე დღეების გამო ფერხდება.

გარდაცვლილი მამაკაცი კობა პაპაშვილის მამაა, რომელიც 5 თვის წინ ქალაქ ბულონ სულ მერიში, პორტის ტერიტორიაზე მოკლული ნახეს.

პაპაშვილების ოჯახი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირიდან არის.