6 მაისს ათენში ნინი შერმადინის კონცერტი გაიმართება.

0
2344

6 მაისს ათენში თეატრ ”ალკიონში”  ნინი შერმადინის კონცერტი გაიმართება.  კონცერტი  შ.პ.ს. ”ლამარია”-ს მიერ არის ორგანიზებული და მისი ხელმძღვანელის ლიგია მუშკუდიანის თქმით ის ემიგრანტებს დაუვიწყარ,  ქართული მუსიკალური ხელოვნების ზეიმს და დიდი ხნის  მონატრებულ ორგანიზებულ საღამოს აჩუქებს.

ცნობილი ქართველი მუსიკოსი და მომღერალი ნინი შერმადინი, ათენის მსმენელისათვის ცნობილი გახდა 2009 წელს, როდესაც ბერძნულ  ”The X Factor”-ში მე-2 ადგილის მფლობელი გახდა. ამ წარმატებაში დიდი როლი ქართველ ემიგრანტებს მიძღვით: ,, გვაქვს ბედნიერება, კვლავ ვიხილოთ ჩვენი საყვარელი მომღერალი, ერთად მოვისმინოთ ჩვენი საყვარელი ძველი და ახალი სიმღერები. საშუალება გვექნება, შევიძინოთ ნინი შერმადინის ახალი სიმღერების CD ალბომი” – აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები.

მომღერლის მიერ გავრცელებულ განცხადებით კი ის განსაკუთრებულად ემზადება საბერძნეთში მცხოვრები ქართველების წინაშე წარსადგენად და მოუთმენლად ელის მათთან შეხვედრას.

იხილეთ მომღერლის ვიდეო მიმართვა :

ჩემო საყვარელო ემიგრანტებო,გელოდებით დიდი სიყვარულით მე და ნინი…ბილეთები შეგიხლიათ შეიძინოთ ინტელექსპრესის მთავარ ოფისში ქალატონ კატერინა კაპოდისტრიადთან💜💜💜 და თბილის ტურის ოფისში (ზინონოს 17) ბატონ მირიან ზალოშვილთან.💙💙💙

Опубликовано Ligia Mushkudiani 17 апреля 2018 г.