ერისიონი ათენში! – ელჩი ემიგრანტებს გრანდიოზულ ღონისძიებებს პირდება.

0
1930

საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი აღნიშნულ რესპუბლიკებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს პერიოდულად  სპეციალური კვარტალური წერილით მიმართავს, ელჩის ბოლო მიმართვიდან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საბერძნეთში საქართველოს საელჩო აქტიურად ემზადება და მოქალაქეებს მიმართვიდან ამცნობს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:  ,, ჩვენი საელჩო აქტიურად ემზადება ამ თარიღის ღირსეულად აღსანიშნავად: ქ. ათენის პოპულარულ ჟურნალ „Greek Diplomatic Life“-ის აპრილის ნომერში დაიბეჭდება ჩემი სპეციალური სტატია; ჩატარდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებული ოფიციალური მიღება; მომზადდება გამოჩენილი ბერძენი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის მისალოცი ვიდეო-რგოლი; გაიხსნება ამ თარიღისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა;” – აღნიშნავს ელჩი იოსებ ნანობაშვილი და დაგეგმილი ღონისძიებების კულმინაციად ივნისის ბოლოს ათენში ანსანმბლ ერისიონის კონცერტს ასახელებს :,, ივნისის ბოლოს იგეგმება ანსამბლ “ერისიონის“ კონცერტი ქ. ათენში; მოეწყობა მრგვალი მაგიდა საბერძნეთში მოქმედი ანალიტიკური ცენტრებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით და სხვა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენთვის სასიამოვნოა იმ უდავო ფაქტის აღნიშვნა, რომ საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ ერთმნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის შემდგომი ურთიერთდაახლოების საქმეში, რაც საელჩოს უპირველესი ამოცანაა.” -ნათქვამია ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებებში.