ნელი გოძიაშვილის ემიგრანტობის ისტორია მილანიდან.

0
2505

ნელი გოძიაშვილი იტალიაში, მილანში ცხოვრობს მისი ემიგრანტობის საინტერესო ისტორია კი ცნობილმა ჟურნალისტმა ნინო ცხოიძემ გააცნო ფართო საზოგადოებას.

,, – მილანში ქართველოდან 2011 წელს წამოვედი. აქ ჩამოსვლამდე რამდენჯერმე უკვე ნამყოფი ვიყავი ევროპაში ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ცეკვის ანსამბლის გასტროლებით მეტ- ნაკლებად ვიცოდი ამ ქვეყნის კულტურა და ხალხის ბუნება-განწყობა.  მაგრამ როცა საკუთრი ბინის პირობების გასაუმჯობესებლად ბანკიდან აღებული სესხის დასაფარავად, ამ ბინის დაგირავება მომიხდა და უკვე ოჯახის გადასარჩენად მოვდიოდი, ანუ სამუშაოდ, რაც თავისთავად სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული, მე ყველანაირად, მორალურად და ფსიქოლოგიურად მომზადებული ვიყავი, რომ უნდა ამეტანა ნებისმიერი ცუდი ოჯახი, ნებისმიერი რთული სამსახური, თუ რთული მომენტი, თუკი ასეთი შემხვდებოდა.

ჩემი მეზობელი ქალი, ვისი იმედითაც ჩამოვედი იტალიაში, აეროპორტშივე დამხვდა და მის ნაქირავებ ბინაში ვიცხოვრე დასაქმებამდე. ის უკვე 10 წელია იტალიაშია. მანვე დამაწყებინა სამსახური ორ კვირაში. მაგრამ 5 თვეში  „ბებია“ გარდაიცვალა. მისმა ქალიშვილმა 4 თვე დამტოვა და ხელფასიც შემინარჩუნა. ამის შემდეგ დაიწყო დროებითი სამსახურები,ისიც ახლობლების დახმარებით. იყო მომენტი, 4 თვე უმუშევარიც ვიყავი. თუმცა, ჩემი ბრალი ყოფილა. არ ვიცოდი, რომ არსებობდა საიტები, სადაც ფოტოთი განცხადებას გამოაქვეყნებ, რა ტიპის სამსახურს ეძებ, არ შეიძლება, ვინმე არ გამოგეხმაუროს.ამჯერად ძალიან კარგ ოჯახში ვცხოვრობ, 77 წლის ქალბატონს ვუვლი. როგორც მისი შვილი მეუბნება, ჩემადე 4 მომვლელი გამოიცვალეს და ვერავინ მოარგო ასე გასაღები. მე კი უკვე თითქმის 4 წელია მასთან ვმუშაობ. მაგრამ სამშობლოში დაბრუნებას მაინც ვაპირებ. მთავარია, ჩემი ბინის გამოსასყიდი თანხა, გირაოს ფული გადავიხადო“.

ნელი გოძიაშვილს მოსწონს იტალიელების ცხოვრების რითმი, რომ არსდროს არსად არ იგვიანებენ,ტელეფონით აგვარებენ თითქმის ყველაფერს. მოსწონს გაშლილ სუფრასთან ათი, ოცი, თუ ოცდაათი ადამიანი ერთს რომ არ ელოდება, სანამ არ გაცივდება ყველაფერი. ისიც მოსწონს, შვილი რომ ურეკავს დედას, ან მეგობარი მეგობარს და ეკითხება, სახლში ხარ? ხარ ხასიათზე,ხარ ფორმაში,რომ მოვიდეო? ნელის თქმით, კარგი და ცუდი ხომ ყველა ერშია, ჰოდა, იტალიელებიც არიან ყურადღებიანები. 

წყარო:  https://sputnik-georgia.com