შსს მინისტრის განცხადებით დაცული იქნება მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება.

0
1127

პოლიცია გააკეთებს მაქსიმუმს, რომ დაიცვას გამოხატვის უფლება და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მე მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეს, ამ წუთში შეკრებილი არიან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დღეს მთელი დღე და გუშინ პოლიცია აკეთებდა მაქსიმუმს, რათა დაიცვას უსაფრთხოება და გამოხატვის უფლება ჩვენი მოქალაქეების. პოლიცია გააკეთებს მაქსიმუმს, რომ დაიცვას ეს უფლება და პირველ რიგში თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება“, -განაცხადა გახარიამ.