ემიგრანტებო დაასწარით თქვენი უცხოელი მეგობრები ქართულ ღონისძიებებს ! -ავთანდილ გიუნაშვილის ახალი ინიციატივა.

0
2848

ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის მხარდაჭერისკენ და მათი უცხოელი მეგობრების, ადგილსამყოფელ ქვეყნებში  დაგეგმილ ქართულ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისკენ მოუწოდებს. საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის აზრით უცხოეთში ჩატარებული კონცერტები სადაც ქართველი შემსრულებლები წარმოადგენენ ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ხელოვნებას მათში საქართველოს და ქართული კულტურის მიმართ პატივისცემას გამოიწვევს და საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანად სასარგებლო იქნება მათი წარმომშობი ქვეყნის დადებითი იმიჯის შესაქმნელად. ავთანდილ გიუნაშვილმა თანამემამულეებისადმი მიმართვა დღეს სოციალური ქსელით გაავრცელა სადაც 24 ივნისს ათენში დაგეგმილ ანსანმბლ ,, ერისიონის” კონცერტსაც შეეხო :,,24 ივნისს,ათენში – ორი უძველესი ერის, ბერძნების და ქართველების 24 საუკუნოვანი ისტორიის კულტურული მარათონი შედგება გალაცის ოლიმპიურ სტადიონშე !
️ამ დღეს ზუსტად ვიცი, ისიც რომ ეს შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ და უალტერნატივოდ – ქართველთა დიდი კულტურული გამარჯვებით დასრულდება ! ️ამ დღეს ზუსტად ვიცი ასევე რომ ყველა დამსწრე მაყურებელი, ფეხზე წამოუდგება ერისიონი-ს , ქართველების წინაშე თავს მოწიწებით მოიდრეკს და საქართველოს – ქართული კულტურით მოხიბლული ხანგრძლივ ტაშს დაუკრავს! 
ამ დღეს ათენში ქართულ ლეგენდას რომ ნამდვილი ქართველობა ღირსეულად დავხვდებით ამაზეც აღარც ვსაუბრობ! 
მე სხვა რამ მინდა გითხრათ და გთხოვთ, მინდა ყველამ თითო ბერძენი ან სხვა ეროვნების თქვენი მეგობარი წამოიყვანოთ ამ კონცერტზე! გთხოვთ შევქმნათ ერთი ისეთი დღე ათენში როდესაც სხვადასხვა ერთა შვილები აღტაცებით, ფეხზე დამდგარნი და გაოგნებულები ტაშს დაუკრავენ ქართულ ლეგენდას და ქართველობას ანტიკური კულტურის სამშობლო საბერძნეთში და მის საამაყო და უძველეს ქალაქ ათენში! 

 ️მოდით ყველამ ერთად შევქმნათ ეს დიდი და საამაყო დღე !” – აცხადებს ის .