რატომ არის ბედნიერი დომინიკ მანგო?

0
4599

ჩემზე ბედნიერი დღეს დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი! ყველას გილოცავთ #ბოთლიყლაპია-ს! 🌹💐🌷🌺 ♻

Опубликовано Kukuri Baramidze – კუკური ბარამიძე 24 мая 2018 г.

 

თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, იდეა პროექტის “შენი იდეა თბილისის მერს” ფარგლებში, მოქალაქემ წარადგინა და მერია მას სიამოვნებით განახორციელებს.
“ეს პროექტი თანხვედრაშია ნარჩენების მართვის სტრატეგიასთან, რომელიც მუნიციპალიტეტს და ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე აქვს.

ჩვენ დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია”, – განაცხადა კალაძემ.

 

გილოცავთ! თბილისის მერმა დაადასტურა, რომ #ბოთლიყლაპია აპარატების დადგმაზე უკვე დაწყებულია მუშაობა. ეს ფაქტი ცხადხყოფს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ერთ წლიანმა ჩხავილმა გამოიღო შედეგი და მალე საქართველოში ბოთლიყლაპია აპარატები გვექნება.

Опубликовано Kukuri Baramidze – კუკური ბარამიძე 23 мая 2018 г.