პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებისა და ისტორიული დიასპორისათვის მიღება გამართა

0
1434

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებსა და ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა.
“თქვენ დღეს უნდა იყოთ სწორედ აქ, სადაც სამშობლო ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს”, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მიღება ისტორიული დიასპორისათვის

პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებისა და ისტორიული დიასპორისათვის მიღება გამართა #GEO100 #26მაისისაქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებსა და ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა."თქვენ დღეს უნდა იყოთ სწორედ აქ, სადაც სამშობლო ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს", – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა."ეს თარიღი სწორედ თქვენმა წინაპრებმა შექმნეს. თქვენ აქ ხართ ქართველები, რომლის წინაპრებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებელი და თავისუფალი.თქვენ დღეს აქ დგეხართ იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებიც ქმნიდნენ ამ დიდ ერს, ქმნიდნენ თავის წინააღმდეგობაში, თავის უნარში, რომ ურთულეს და ძალიან მძიმე გარემოში დაეფუძნებინა ჩვენს წინაპარს თავისი იდენტობა. თქვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ. დღეს მთელი მსოფლიოდან თქვენ ჩამოხვედით იმისთვის, რომ ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის კიდევ ერთი გამარჯვება.მე მადლობა მინდა გითხრათ იმ ყოველდღიური შრომისთვის და მოღვაწეობისთვის, რითიც თქვენ საქართველოსაც და იმ ქვეყნებსაც აძლიერებთ, სადაც ამჟამად თქვენ დაიდეთ ბინა.ჩვენ ამაყი ვართ თქვენი ღვაწლით. ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ხვალ და ამ ზეიმით კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი ერის სიძლიერის დემონსტრირებისათვის", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ხვალ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს სამშობლოს საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მეგობრების მხრიდან."დღეს აქ დგანან იმ ხალხის შთამომავლები, ვისაც, იმ დროს ამდენი მეგობარი არ ჰყავდა. ჩვენი წინაპრები, რომლებიც ჩვენს ერს ინარჩუნებდნენ ბევრად რთულ ვითარებაში. დღეს ჩვენ ბევრად უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ბევრი საუკუნეების განმავლობაში, როცა ჩვენი წინაპრები მაინც ახერხებდნენ და ქვეყანას ამთლიანებდნენ. და ეს თქვენი და თქვენი წინაპრების დამსახურებაც არის რადგან, იმ ქვეყნებში, საიდანაც დღეს ჩემი მეგობარი ქვეყნის ლიდერები ჩამოდიან თქვენს მიერ შექმნილმა ღვაწლმა საქართველოს მიმართ ემოცია და სიყვარული და პატივისცემა გააჩინა.მადლობა რომ ვართ ერთად და მიხარია, რომ არამარტო გასაჭირში, არამედ ლხინშიც შეგვიძლია ბედნიერება!“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Опубликовано Giorgi Margvelashvili 25 мая 2018 г.


“ეს თარიღი სწორედ თქვენმა წინაპრებმა შექმნეს. თქვენ აქ ხართ ქართველები, რომლის წინაპრებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებელი და თავისუფალი.
თქვენ დღეს აქ დგეხართ იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებიც ქმნიდნენ ამ დიდ ერს, ქმნიდნენ თავის წინააღმდეგობაში, თავის უნარში, რომ ურთულეს და ძალიან მძიმე გარემოში დაეფუძნებინა ჩვენს წინაპარს თავისი იდენტობა. თქვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ. დღეს მთელი მსოფლიოდან თქვენ ჩამოხვედით იმისთვის, რომ ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის კიდევ ერთი გამარჯვება.
მე მადლობა მინდა გითხრათ იმ ყოველდღიური შრომისთვის და მოღვაწეობისთვის, რითიც თქვენ საქართველოსაც და იმ ქვეყნებსაც აძლიერებთ, სადაც ამჟამად თქვენ დაიდეთ ბინა.
ჩვენ ამაყი ვართ თქვენი ღვაწლით. ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ხვალ და ამ ზეიმით კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი ერის სიძლიერის დემონსტრირებისათვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ხვალ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს სამშობლოს საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მეგობრების მხრიდან.
“დღეს აქ დგანან იმ ხალხის შთამომავლები, ვისაც, იმ დროს ამდენი მეგობარი არ ჰყავდა. ჩვენი წინაპრები, რომლებიც ჩვენს ერს ინარჩუნებდნენ ბევრად რთულ ვითარებაში. დღეს ჩვენ ბევრად უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ბევრი საუკუნეების განმავლობაში, როცა ჩვენი წინაპრები მაინც ახერხებდნენ და ქვეყანას ამთლიანებდნენ. და ეს თქვენი და თქვენი წინაპრების დამსახურებაც არის რადგან, იმ ქვეყნებში, საიდანაც დღეს ჩემი მეგობარი ქვეყნის ლიდერები ჩამოდიან თქვენს მიერ შექმნილმა ღვაწლმა საქართველოს მიმართ ემოცია და სიყვარული და პატივისცემა გააჩინა.
მადლობა რომ ვართ ერთად და მიხარია, რომ არამარტო გასაჭირში, არამედ ლხინშიც შეგვიძლია ბედნიერება!“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Η εικόνα ίσως περιέχει: 1 άτομο, στέκεται και εσωτερικός χώρος