“ერთად უფრო ძლიერები ვართ” პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის (EACD) მონაწილეებს უმასპინძლეს

0
1201

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის (EACD) მონაწილეებს უმასპინძლეს, რომლის სლოგანიცაა “ერთად უფრო ძლიერები ვართ”.

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ კონფერენციის (EACD) მონაწილეებს უმასპინძლეს

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის (EACD) მონაწილეებს უმასპინძლეს, რომლის სლოგანიცაა "ერთად უფრო ძლიერები ვართ". ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის თბილისში ჩატარების მიზანია ბავშვთა ასაკში შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი მდგომარეობის შესახებ ინტერესის გაზრდა; ხელი შეუწყოს ადგილობრივი მეცნიერებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების ცოდნის გაფართოებას; ახალი კვლევებისთვის იდეების გენერირებას; სფეროში არსებული პროგრესის შეფასებას; ევროპული მიღწევების, მიდგომებისა და კვლევის სტანდარტების გაზიარებას; საერთაშორისო კონტაქტებისა და კავშირების დამყარებას.გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ევროპული გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია."მოხარული ვარ, რომ თქვენ გაერთიანებულნი ხართ იმ დიდებული მიზნისთვის, რომელიც ჩვენს შვილებსა და ბავშვებს ბედნიერებას მოუტანს. კონცეფცია, თუ როგორ უნდა დავიცვათ მათი განვითარება და ინტეგრაცია, როგორ დავეხმაროთ მათ არსებულ გარემოში, ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებები იზომებიან იმის მიხედვით როგორ შეუძლიათ სხვა ადამიანებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება. მოხარული ვარ, რომ ქართველ ექიმებსაც შეაქვთ წვლილი ამ საქმეში. ჩვენი სახელმწიფო სოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესშია და თქვენი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Опубликовано Giorgi Margvelashvili 29 мая 2018 г.

ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის თბილისში ჩატარების მიზანია ბავშვთა ასაკში შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი მდგომარეობის შესახებ ინტერესის გაზრდა; ხელი შეუწყოს ადგილობრივი მეცნიერებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების ცოდნის გაფართოებას; ახალი კვლევებისთვის იდეების გენერირებას; სფეროში არსებული პროგრესის შეფასებას; ევროპული მიღწევების, მიდგომებისა და კვლევის სტანდარტების გაზიარებას; საერთაშორისო კონტაქტებისა და კავშირების დამყარებას.
გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ევროპული გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“მოხარული ვარ, რომ თქვენ გაერთიანებულნი ხართ იმ დიდებული მიზნისთვის, რომელიც ჩვენს შვილებსა და ბავშვებს ბედნიერებას მოუტანს. კონცეფცია, თუ როგორ უნდა დავიცვათ მათი განვითარება და ინტეგრაცია, როგორ დავეხმაროთ მათ არსებულ გარემოში, ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებები იზომებიან იმის მიხედვით როგორ შეუძლიათ სხვა ადამიანებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება. მოხარული ვარ, რომ ქართველ ექიმებსაც შეაქვთ წვლილი ამ საქმეში. ჩვენი სახელმწიფო სოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესშია და თქვენი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.