მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა. ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.

0
4059

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა, საპროტესტო აქციები დაანონოსა. ზაზა სარალიძე მოსამართლის განაჩენს არ ეთანხმება.

ზაზა სარალიძემ საზოგადოებას აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

“მთელ საქართველოს გთხოვთ, გემუდარებით, შემომიერთდით. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები. შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს,”-აცხადებს ზაზა სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა.

მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა.

„ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგარამ გამართლდა სარალიძესთან მიმართებაში, მეორე ბრალდებული ცნობილი, იქნა დამნაშავედ დავით სარალიძესთან მიმართებაში ხოლო გამართლდა ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში“-აცხადებს ზაზა სარალიძის ადვოკატი.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძი მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.