ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციამ პოლიტიკური შინაარსი შეიძინა.

0
2128

საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციამ პოლიტიკური შინაარსი შეიძინა და ეს ვითარება არც გარდაცვლილის ოჯახისა და არც საზოგადოების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. მისი განცხადებით ხელისუფლების  უმთავრესი მიზანია მართლმსაჯულება სათანადოდ აღსრულდეს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს.

რაც შეეხება თავად აქციის შეფასებას ზვიად კვაჭანტირაძის მოსაზრებით: ,, რუსთაველზე მიმდინარე აქციამ პოლიტიკური შინაარსი შეიძინა, რასაც ნაციონალური მოძრაობა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იყენებს. ეს, რა თქმა უნდა, არც გარდაცვლილის ოჯახისა და არც საზოგადოების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. აქციაზე არ გვინახავს არც ერთი განცხადება იმის შესახებ, რომ 100-დან 96 თვითმხილველი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, თუკი მათი მიზანი მართლაც სიმართლის დადგენა და მართლმსაჯულების აღსრულებაა, ისინი საკუთარ ძალისხმევას სწორედ ამ მხრივ უნდა მიმართავდნენ. 
•  ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, ყველამ ერთად, განსაკუთრებით კი შემთხვევაში მონაწილე არასრულწლოვნების მშობლებმა უნდა ვიზრუნოთ, რომ თვითმხილველებმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ, რათა სიმართლე საბოოლოდ დადგინდეს და მართლმსაჯულება აღსრულდეს
• საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც გამოხატვის თავისუფლება დაცულია და არავის ეზღუდება, თუმცა ნურავის ექნება ილუზია, რომ დესტაბილიზაცია მოხდება, ყველანაირ პროვოკაციას, სპეკულაციასა თუ დესტაბილიზაციის მცდელობას ადეკვატური პასუხი გაეცემა და სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში რეაგირება შესაბამისი იქნება.” – აცხადებს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.