პორტუგალია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

0
3785
Georgia flag with Portugal flag on a grunge cracked wall

ორტუგალია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ პორტუგალიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„პორტუგალიის მთავრობა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებას, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან – აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, რაც არის საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის აშკარა დარღვევა, გაერო-ს წესდებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით“, – ნათქვამია პორტუგალიის მთავრობის განცხადებაში.

წყარო:1tv.ge